ბლოგი, სასწავლო კოშკი

სასწავლო კოშკი vs ჩვეულებრივი სკამი – რატომ არის სტაბილურობა გადამწყვეტი?

ალბათ, ყველა დედას ჰქონია ის წამიერი შიში, როდესაც სამზარეულოში მოფუსფუსე შვილს წამით თვალს აშორებს და ხედავს, როგორ ცდილობს პატარა სკამის კიდეზე დაბალანსებას, რათა თქვენს საქმიანობას უკეთ დააკვირდეს. ერთი უეცარი მოძრაობა და სკამი შეიძლება ადვილად გადაყირავდეს.

ხშირად გვეკითხებიან: „რატომ მჭირდება სპეციალური კოშკი, როცა შემიძლია ბავშვი ჩვეულებრივ სკამზე დავაყენო?“ პასუხი მარტივია – სკამი ჯდომისთვისაა შექმნილი, „გოგორას“ კოშკი კი – უსაფრთხო აღმოჩენებისთვის.

აი, რატომ არის ჩვენი სასწავლო კოშკი ყველაზე საიმედო არჩევანი თქვენი პატარასთვის:

1. არავითარი გადაყირავების შანსი

ჩვეულებრივი სკამი მსუბუქია და მისი სიმძიმის ცენტრი მაღლაა, ამიტომ ბავშვის მხრიდან გვერდზე გადახრა ხშირად სკამის წონასწორობის დაკარგვით სრულდება.

ჩვენი კოშკი სრულიად განსხვავებულად არის აწყობილი. მას აქვს ამერიკული სტანდარტის სპეციალური დამცავები (დამატებითი საყრდენი ფეხები), რომლებიც კონსტრუქციას საოცარ მდგრადობას ანიჭებს. თუნდაც ბავშვი აქტიურად იმოძრაოს ან კოშკის კიდეზე დადგეს, ის მყარად დგას იატაკზე. ჩვენი დიზაინი მართკუთხა და მყარია, რაც შიგნით მეტ სივრცეს ტოვებს, ხოლო დამცავები გარედან აზღვევს ნებისმიერ მოძრაობას.

2. დაცული პერიმეტრი – „უსაფრთხოების კუნძული“

სკამზე დგომისას ბავშვი ღია სივრცეშია – მას არაფერი იცავს წინ გადავარდნისგან ან უკან გადაბიჯებისგან.

„გოგორას“ კოშკში კი ბავშვი თითქოს პატარა აივანზე დგას:

  • ჯებირი მკერდის მხარეს: აზღვევს პატარას, როდესაც ის სამზარეულოს ზედაპირს ეყრდნობა.
  • ჯებირი ზურგის მხარეს: გამორიცხავს უკან გადავარდნის შანსს.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, სანამ თქვენი პატარა მზარეული თქვენს გვერდით უსაფრთხოდ „ფუსფუსებს“.

3. იზრდება თქვენს შვილთან ერთად

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ზედაპირი ყოველთვის კომფორტულ სიმაღლეზე იყოს.

ჩვენს კოშკს აქვს ერთი მყარი საფეხური და პლატფორმის სამი რეგულირებადი დონე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ სიმაღლე ბავშვის ზრდასთან ერთად, რათა სამზარეულოს ზედაპირი ყოველთვის მისი მკერდის დონეზე დარჩეს. ეს არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ბავშვის სწორი პოზის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

4. ნატურალური მასალა და მზრუნველი დეტალები

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რას ეხება ბავშვის კანი. კოშკი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის არყის ხისგან, რომელიც არის მყარი, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა.

  • ყველა კუთხე მომრგვალებულია, რომ პატარა მკვლევარმა შემთხვევითი შეჯახებისას თავი არ დაიზიანოს.
  • ზედაპირი იდეალურად გლუვია, რაც მის მოვლას (და სამზარეულოს „ექსპერიმენტების“ შემდეგ გაწმენდას) ძალიან ამარტივებს.

„გოგორას“ სასწავლო კოშკი არის თქვენი „მესამე ხელი“ სახლში. ის გაძლევთ საშუალებას, იყოთ შვილთან ერთად, ასწავლოთ მას დამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, იყოთ მშვიდად, რადგან იცით – ის სრულად დაცულია.