კონტაქტი
მოგვწერეთ
ხშირად დასმული კითხვები
ჩვენი საწარმო მდებარეობს მისამართზე: აკაკი წერეთლის N140 (გორგიას ეზო).
პროდუქტის დამზადების ვადა არის 10–15 სამუშაო დღე,
მიტანა — დამზადებიდან 3–5 დღე.
ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.
- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.
- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.
- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა წელიწადში ერთხელ, ხოლო ზეთით დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.
სტანდარტული პროდუქტი არის ორ ფენად გალაკული და მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის, ხოლო DIY პროდუქტი არის გაულაკავ მდგომარეობაში.
DIY შეიქმნა, რათა ჩვენი ავეჯი იყოს უფრო ხელმისაწვდომი.
გალაკვა მოითხოვს დამატებით დროს, მასალასა და შრომას — ამიტომაც განსხვავდება ფასი.
DIY პროდუქტს გასალაკი ბოქსი არ მოყვება — ის შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 19 92 10
ან მოგვწერეთ ჩვენს სოციალური ქსელებით:
📘 Facebook
📸 Instagram
🎵 TikTok
„გოგორა“ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ხარისხიან მონტესორი ავეჯს 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი პროდუქცია დამზადებულია CARB II სერტიფიცირებული არყის ფანერისგან და დაფარულია EN 71-3 სტანდარტის, არატოქსიკური ლაქით. ვთავაზობთ როგორც გალაკულ, ასევე DIY ხაზს — მარტივად ასაწყობი, გამძლე და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული ავეჯით.
ჩვენით სარგებლობენ მშობლები, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო, პრაქტიკულ და ესთეტიკურ ავეჯს ბავშვებისთვის. „გოგორას“ კოლექცია მოიცავს მაგიდებს, სკამებს, თაროებს, სწავლისა და თამაშის მონტესორული გარემოსთვის საჭირო ყველა კომპონენტს. სწრაფი წარმოება, ხარისხიანი მასალა და ბავშვის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვა — ეს არის ჩვენი ძირითადი ღირებულებები.