DIY გალაკვის ინსტრუქცია — მხოლოდ 4 ნაბიჯი
საკუთარი ხელით გალაკვა გაძლევთ სრულ კონტროლს პროდუქტის დამუშავების პროცესზე — ზუსტად იცით, რა ლაკი გამოიყენეთ, რამდენი ფენა დაიტანეთ და რა პირობებში მოხდა სამუშაო. პროცესი გამჭვირვალეა, გადაწყვეტილება — შეგნებული, ხოლო შედეგი — თქვენი ხელით დასრულებული უსაფრთხო პროდუქტი.
DIY მიდგომა ასევე ქმნის მეტ თავისუფლებასა და ჩართულობას. შეგიძლიათ ავეჯი გამოიყენოთ ბუნებრივ მდგომარეობაში ან თავად გადაწყვიტოთ, როდის დაასრულოთ მისი დამუშავება. ეს ხშირად უფრო ხელმისაწვდომი არჩევანია და შეიძლება ოჯახურ აქტივობადაც იქცეს.
ამ სტატიაში გაიგებთ:
- რა შედის გასალაკ ბოქსში
- როგორ გავლაკოთ ავეჯი სახლის პირობებში
- როგორ გადავაქციოთ ეს პროცესი სახალისო ოჯახურ გამოცდილებად
რა გვჭირდება გალაკვისთვის?
სახლის პირობებში გალაკვისთვის აუცილებელია:
- ძირს დასაფენი ქაღალდი
- წყლის ბაზაზე დამზადებული, EN 71-3 შესაბამისი ლაკი
- ხელთათმანები
- პირბადე
- ზუმფარა
- მტვრის მოსაშორებელი სპეციალური ტილო
გაითვალისწინეთ:
1–2 საშუალო ზომის პროდუქტის ორ ფენად გალაკვისთვის, როგორც წესი, 250 მლ ლაკიც საკმარისია.
აუცილებელია ლაკის შეფუთვაზე დატანილი იყოს EN 71-3 შესაბამისობის ნიშანი — ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა ბავშვებთან კონტაქტისთვის.
DIY გასალაკი ბოქსები
გოგორა გთავაზობთ სრულად დაკომპლექტებულ DIY ბოქსებს, რომლებიც ამარტივებს პროცესს და უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი- მათი განსხვავებები ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები:
| პროდუქცია | DIY ბოქსი M (უფროსებისთვის) | DIY ბოქსი L (ბავშვის ჩართულობით) |
| უფერო ლაკი Altax – 250მლ | 1ც | 1ც |
| გასალაკი ფუნჯი M | 1ც | 1ც |
| გასალაკი ფუნჯი S | – | 1ც |
| რეზინის ხელთათმანი L | 2ც | 3ც |
| რეზინის ხელთათმანი S | – | 2ც |
| პირბადე L | 2ც | 3ც |
| პირბადე S | – | 2ც |
| ზუმფარა | 2ც | 2ც |
| მტვრის ტილო | 1ც | 1ც |
| ძირს დასაფენი ქაღალდი | 1ც | 1ც |
ბავშვების ჩართულობა
📌 1–3 წლამდე ბავშვები შეიძლება ჩაერთონ:
- პროდუქტის აწყობის პროცესში
- ზედაპირის მსუბუქ დაზუმფარებაში
📌 3 წლიდან შესაძლებელია გალაკვის პროცესშიც მონაწილეობა, უფროსის ზედამხედველობით.
⚠️ აუცილებელია პირბადის გამოყენება და პროცესის სრული კონტროლი ზრდასრულის მხრიდან.
როგორ მოვამზადოთ სამუშაო სივრცე?
გალაკვამდე:
- დააფინეთ ქაღალდი რბილ სამუშაო ზედაპირზე
- რეკომენდებულია აწყობილი პროდუქტის გალაკვა, რათა ლაკი თანაბრად გადანაწილდეს და გალაკვის შემდგომ არ გართულდეს მისი აწყობა
- ჩაიცვით ხელთათმანები და გაიკეთეთ პირბადე
- გამოყენებამდე ლაკის ქილა შეანჯღრიეთ 2–3 წუთის განმავლობაში
ლაკი უნდა იყოს:
- წყლის ბაზაზე დამზადებული
- EN 71-3 შესაბამისი
- განკუთვნილი სათამაშოებისა და საბავშვო პროდუქციისთვის
მოერიდეთ თვალებთან და პირის ღრუსთან კონტაქტს.
გალაკვის პროცესი — 4 მარტივი ნაბიჯი
1️⃣ პირველი ფენა
ლაკი წაუსვით ხის ბოჭკოების მიმართულებით, თანაბრად და თხლად.
2️⃣ დაზუმფარება
შრობის შემდეგ მსუბუქად დაზუმფარეთ ზედაპირი.
3️⃣ მტვრის მოცილება
გაწმინდეთ სპეციალური ტილოთი, რათა ზედაპირი იყოს სრულად სუფთა.
4️⃣ მეორე ფენა
დაიტანეთ მეორე ფენა იგივე პრინციპით — ბოჭკოების მიმართულებით.
⏱️ პირველი ფენა შრება დაახლოებით 1 საათში.
საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია მეორე ფენის დადებამდე 2–3 საათი ან სრული ღამე დაიცადოთ.
დასრულება და უსაფრთხოება
- დაზუმფარება გააკეთეთ რბილად
- ზედაპირი გაწმინდეთ სპეციალური ტილოთი
- სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველა ინსტრუმენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- ავეჯის სრულად გაშრობამდე მოერიდეთ ინტენსიურ გამოყენებას
მეტი, ვიდრე უბრალოდ გალაკვა
DIY გალაკვა არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი.
ეს არის:
- ხარისხზე კონტროლი
- პასუხისმგებლიანი არჩევანი
- დრო, რომელსაც ბავშვებთან ერთად ქმნით
სწორად შესრულებული პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო, გამძლე და ესთეტიკურ შედეგს — სივრცეს, სადაც ბავშვი მშვიდად და თავისუფლად ითამაშებს.