DIY საბავშვო ავეჯი გოგორასგან — შექმენი უსაფრთხო სივრცე ბავშვებთან ერთად
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვის ავეჯი არა მხოლოდ უსაფრთხო და ეკომეგობრულია, არამედ თქვენი ხელით დასრულებული.
გოგორა წარმოგიდგენთ ახალ DIY ხაზს — გაულაკავ საბავშვო ავეჯს, რომელიც აერთიანებს ევროპულ ხარისხს, ხელმისაწვდომ ფასს და ოჯახურ აქტივობას.
მსოფლიოში მრავალი ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ავეჯს „Unfinished“ ფორმატში — გაულაკავი ზედაპირით. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის ფასი, როგორც წესი, ნაკლებია, ხოლო მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება — გამოიყენოს შეთავაზებული მდგომარეობით ან დაასრულოს საკუთარი გემოვნებით.
ამ სტატიაში გაიგებთ:
- რა არის გოგორას DIY ხაზი
- რატომ შევქმენით ეს შესაძლებლობა
- როდის არის საჭირო პროდუქტის გალაკვა
- რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების კუთხით
რა არის გოგორას DIY ხაზი?
DIY ხაზი წარმოადგენს გაულაკავ საბავშვო ავეჯს, რომელიც სრულად დამუშავებულია და უსაფრთხოა გამოყენებისთვის, თუმცა გაძლევთ შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში თავად დაასრულოთ მისი ზედაპირი.
DIY ხაზის ფარგლებში შეგიძლიათ:
- შეიძინოთ პროდუქცია გაულაკავ ფორმატში;
- გამოიყენოთ ის დამატებითი დამუშავების გარეშე;
- სურვილის შემთხვევაში, თავად გალაკოთ გოგორას სპეციალური გასალაკი ბოქსის დახმარებით.
DIY ხაზი აერთიანებს:
- ევროპულ ხარისხის სტანდარტებს;
- იდეალურად დამუშავებულ ზედაპირებს ხიჭვისა და ბასრი კუთხეების გარეშე;
- ხელმისაწვდომ ფასს;
- შესაძლებლობას, რომ პროდუქტის დასრულება გადაიქცეს სახალისო ოჯახურ აქტივობად.
ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც სურს ხარისხიანი საბავშვო ავეჯი მეტი მოქნილობითა და ჩართულობით.
რატომ შევქმენით DIY ხაზი?
DIY ხაზი შეიქმნა იმისთვის, რომ:
✔ ევროპული ხარისხის საბავშვო ავეჯი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი;
✔ წაახალისოს ოჯახური აქტივობები;
✔ ბავშვებს შევუქმნათ მეტი სივრცე გამოცდილებით სწავლასა და აქტიურ მონაწილეობისთვის
✔ მომხმარებელს მიეწოდოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია
✔ გაიზარდოს ცნობიერება ბავშვისთვის უსაფრთხო ლაკისა და დამუშავების შესახებ
როდის არის აუცილებელი პროდუქტის გალაკვა?
მნიშვნელოვანია იცოდეთ:
გოგორას პროდუქცია სრულად მუშავდება საწარმოო ეტაპზე და უსაფრთხოა გამოყენებისთვის გალაკვის გარეშეც. ზედაპირები იდეალურად დამუშავებულია, ხიჭვისა და ბასრი ნაწილების გარეშე.
თუმცა, გალაკვა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
1. ინდუსტრიული გამოყენება
საბავშვო ბაღები, განვითარების ცენტრები, სათამაშო სივრცეები — სადაც აუცილებელია ინტენსიური წმენდა და დეზინფექცია.
2. წყლის ან აქტიური დატვირთვის ზონა სახლში
მაგალითად:
- სამზარეულოს დამხმარე კოშკი
- საბავშვო მაგიდა
- ჩამოსასრიალებელი დაფა
ლაკი ქმნის დამატებით დამცავ ფენას და ამარტივებს მოვლას.
რა შემთხვევაში დაგეხმარებათ გოგორას გასალაკი ბოქსი?
თუ გსურთ:
- ვიზუალური დასრულება
- დამატებითი დაცვა
- პროცესში ბავშვის ჩართვა
გოგორას გასალაკი ბოქსი შეიცავს ბავშვებისთვის უსაფრთხო, EN 71-3 სტანდარტის შესაბამის ლაკს, რომელიც განკუთვნილია სათამაშოებისა და საბავშვო პროდუქციისთვის.