ხშირად დასმული კითხვები

რა არის „გოგორა“?

„გოგორა“ 2021 წელს დაფუძნებული ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც ქმნის უსაფრთხო, ეკოლოგიურ მონტესორის ავეჯს, ხის სათამაშოებსა და სათამაშო აღჭურვილობას ბავშვებისთვის. ჩვენი პროდუქცია 100%-ით საქართველოში მზადდება — ჩვენს საკუთარ სახელოსნოებში, თბილისსა და მთიან აჭარაში.

რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

ჩვენი ავეჯი და სათამაშო აღჭურვილობა შექმნილია 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

რა მასალისგან მზადდება პროდუქცია და რამდენად უსაფრთხოა?

ბავშვის უსაფრთხოება ჩვენთვის პირველ ადგილზეა:

  • ვიყენებთ ამერიკულ არყის ფანერას, რომელიც CARB II სერტიფიცირებულია (I/II, II/II კლასი);
  • ზედაპირებს ვფარავთ წყლის ბაზაზე დამზადებული, არატოქსიკური ლაქით, რომელიც EN 71-3 სტანდარტითაა სერტიფიცირებული და განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯისთვის;
  • ზედაპირი რამდენჯერმე მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარით, ხოლო კუთხეები მომრგვალებულია.

ჩვენი პროდუქცია შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს (EN, ASTM).

რას ნიშნავს „ღია თამაში“ და როგორ ეხმარება ის ბავშვის განვითარებას?

ჩვენი დიზაინი ეფუძნება ღია თამაშის (open-ended play) პრინციპს: ნივთები მრავალფუნქციურია და არ აქვს წინასწარ დადგენილი წესები. მაგალითად, კუბი-სკამი გადმობრუნებით სამ სხვადასხვა სიმაღლეზე გამოიყენება, საცოცი თაღი კი შეიძლება იქცეს ხიდად, გვირაბად, ციხესიმაგრედ ან საფეხბურთო კარად. ასეთი თამაში ბუნებრივად უწყობს ხელს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

რა განსხვავებაა სტანდარტულ (გალაკულ) და DIY პროდუქტს შორის?

სტანდარტული პროდუქტი ორ ფენად არის გალაკული და მიღებისთანავე მზადაა გამოსაყენებლად. DIY პროდუქტი მოდის გაულაკავ მდგომარეობაში, რათა თავად დაამუშაოთ.

DIY ხაზი შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენი ავეჯი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს — გალაკვა დამატებით დროს, მასალასა და შრომას მოითხოვს, ამიტომ DIY ვერსია უფრო იაფია.

მოყვება თუ არა DIY პროდუქტს გასალაკი ნაკრები?

არა, გასალაკი ნაკრები DIY პროდუქტს არ მოყვება. ლაქი და საჭირო ხელსაწყოები ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ გასალაკი ატრიბუტების კატეგორიაში, ხოლო ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია იხილეთ ჩვენს ბლოგზე.

შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური შეკვეთის დამზადება?

დიახ. ინდივიდუალური დიზაინის ან ზომის შესახებ მოგვწერეთ ჩვენს Facebook ან Instagram გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

რამდენი ხანი სჭირდება შეკვეთის დამზადებას და მიწოდებას?

პროდუქტის დამზადებას სჭირდება 10–15 სამუშაო დღე, საქართველოში მიწოდებას კი — დამზადებიდან 3–5 დღე.

საერთაშორისო მიწოდების ვადებია: ევროპა — 10–15, აშშ — 14–21, მსოფლიოს სხვა ქვეყნები — 15–25 სამუშაო დღე.

რა ღირს მიწოდება?

მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონაზე:

  • 2–7 კგ: თბილისში 10 ₾, რეგიონებში 15 ₾;
  • 7–15 კგ: თბილისში 15 ₾, რეგიონებში 20 ₾;
  • 15–20 კგ: თბილისში 20 ₾, რეგიონებში 30 ₾.

1000 ₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთის მიწოდება უფასოა. მოცულობითი ნივთების შემთხვევაში ფასი შეიძლება დაკორექტირდეს. ვმუშაობთ SmartWay-თან, DHL-თან და Bolt Delivery-სთან. დეტალები იხილეთ მიწოდების პირობებში.

აგზავნით თუ არა საზღვარგარეთ?

დიახ, ვაგზავნით ევროპაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთაშორისო მიწოდების ღირებულების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით.

შემიძლია თუ არა შეკვეთის თავად წაღება?

დიახ. შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ „საწარმოდან გატანა“ და შეკვეთა უფასოდ წაიღეთ ჩვენი საწარმოდან: თბილისი, აკაკი წერეთლის 140 (გორგიას ეზო).

როგორ შემიძლია გადახდა?
  • ბარათით, ონლაინ — უსაფრთხოდ, United Payment-ის მეშვეობით;
  • საბანკო გადარიცხვით — დანიშნულებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი;
  • ნაწილ-ნაწილ — საქართველოს ბანკის განვადებით.
შემიძლია თუ არა პროდუქტის დაბრუნება?

დიახ. კანონის შესაბამისად, ონლაინ შეძენილ ნივთზე უარის თქმა შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. მოგვწერეთ შეკვეთის თარიღი, მიღების თარიღი, თქვენი სახელი, მისამართი და პროდუქტის დასახელება.

  • ნივთი უნდა დაგვიბრუნოთ შეტყობინებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში; დაბრუნების ხარჯს იხდის მომხმარებელი;
  • გადახდილ თანხას, მიწოდების ღირებულების ჩათვლით, დაგიბრუნებთ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე გადახდის საშუალებით;
  • დაბრუნება არ ვრცელდება ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ნივთებზე და 30 ₾-მდე ღირებულების პროდუქტზე.

დეტალები იხილეთ დაბრუნების პოლიტიკაში.

როგორ მოვუარო გოგორას ავეჯს?
  • გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭერი;
  • ზედაპირი წყალგამძლეა, მაგრამ მოარიდეთ ხანგრძლივ სისველეს — დასველების შემთხვევაში მაშინვე გაწმინდეთ;
  • ნუ დატოვებთ ავეჯს დიდხანს მზეზე;
  • გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული, წყლით ადვილად ჩამოსარეცხი ფლომასტერები და საღებავები;
  • პლასტილინით თამაშისას დააფინეთ საფენი;
  • ლაქით დაფარული ზედაპირები განაახლეთ წელიწადში ერთხელ, ზეთით დაფარული — ექვს თვეში ერთხელ. დაზიანებული ზედაპირის განახლება ყოველთვის შესაძლებელია.
შეგიძლიათ თუ არა არსებული ავეჯის განახლება?

დიახ, საბავშვო ბაღებსა და ცენტრებს ვთავაზობთ ავეჯის განახლების სერვისს: ზედაპირის დაზუმფარებას, ძველი ლაქის მოხსნას და ორ ფენად გალაქვას. საორიენტაციო ფასია 20 ₾ კვადრატულ მეტრზე, სკამისთვის — 10–20 ₾ (მასალის გარეშე). ადგილზე მომსახურება შესაძლებელია მინიმუმ 300 ₾-ის შეკვეთისას. ვანახლებთ მხოლოდ ფანერისა და ხის ავეჯს. დეტალები იხილეთ სერვისების გვერდზე.

მუშაობთ თუ არა საბავშვო ბაღებთან და ბიზნესებთან?

დიახ. ავეჯს ვამზადებთ სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებისთვის, ბავშვთა ცენტრებისა და ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცეებისთვის. ბრენდებსა და დისტრიბუტორებს ვთავაზობთ OEM და Private Label წარმოებას მცირე და საშუალო პარტიებით. დეტალები იხილეთ OEM & Private Label გვერდზე.

როგორ დაგიკავშირდეთ?