„გოგორას“ საცოცი სამკუთხედი

 

საცოცი სამკუთხედი ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროდუქტია, რომლის შესწავლაც 2020 წლიდან დავიწყეთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული საცოცი სამკუთხედების მოდელებისა და ზომების გათვალისწინებით, ასევე, ბლოგებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე მშობელთა რეკომენდაციების შესწავლის შედეგად არჩევანი პიტერ ანგლეას მოდელზე შევაჩერეთ, რომელიც მარტივად დასაკეცი და მყარი კონსტრუქციით გამოირჩევა. წარმოების ლიცენზია შევიძინეთ, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც შევიტანეთ. თავდაპირველ კონსტრუქციაში გათვალისწინებულია საფეხურების შეწებება, ხოლო ჩვენს მოდელში გამოვიყენეთ ჭანჭიკები. ერთი მხრივ, გაგვიხანგრძლივდა სამუშაო პროცესი და გაიზარდა მასალის ოდენობა, მაგრამ, მეორე მხრივ, პროდუქტი გახდა მეტად მყარი, დასაშლელი და ასაწყობი და მისი ტრანსპორტირება/შენახვა გაცილებით მარტივია.  

     

     

ასევე, საფეხურების შესახებ მოდელის ავტორის რეკომენდაცია 25 მმ დიამეტრის მრგვალი ჯოხები იყო, თუმცა ფიჭვის მასალის შემთხვევაში, მეტი სიმყარისთვის არჩევანი 30 მმ დიამეტრის ჯოხებზე შევაჩერეთ. წიფლის საფეხურების შემთხვევაში დიამეტრი მერყეობს 25-დან 27 მმ-მდე. საცოცი სამკუთხედის ზომებია:

  • სიმაღლე – 85 სმ,
  • საფეხურების სიგანე – 55 სმ,
  • ძირის სიგანე – 98 სმ.
  • ოპტიმალურია 8 თვიდან 6 წლამდე ბავშვისთვის.

რაც შეეხება თანმხლებ დაფას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას შეიძლება ჰქონდეს სასრიალო ან საცოცი ფუნქციები სხვადასხვა სენსორული უნარის განსავითარებლად (დაფაზე დამაგრებული კიბის საფეხურების, გეომეტრიული ფიგურების, ორმხრივად ამოჭრილი ფიგურების და ა.შ. სახით). არსებული შესაძლებლობიდან არჩევანი შევაჩერეთ 90 და 110 სმ-იანი დაფის სხვადასხვა ვარიანტზე 35 და 40 სმ სიგანით.

ჩვენ მიერ ყველა ტიპის ავეჯისათვის გამოყენებული ნედლეული პრემიუმ ხარისხისაა. ასევე, უმაღლესი ხარისხით ხდება პროდუქტის საბოლოო დამუშავება.

ვიყენებთ ამერიკულ, CARB II სერტიფიცირებულ, I კლასის ფანერას. პროდუქტის დასამუშავებლად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის EN 71-3 სერტიფიცირებული ლაქი ან ზეთი, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად. გამოყენებული მასალა სანდოა, სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ქმნის ეკომეგობრულ გარემოს. უსაფრთხოებისა და პრემიუმხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა მონაცემის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს.

ავეჯის წარმოებისას სტანდარტიზებული გვაქვს უსაფრთხოების ზოგადი წესები:

  • ავეჯის ყველა გვერდი/კუთხე მომრგვალებულია;
  • ავეჯის დაფების ყველა შიდა და გარე კუთხე/დეტალი მომრგვალებულია
  • კონსტრუქცია არის მყარი და უძლებს 50 კგ-ს;
  • ჭანჭიკების თავები გათანაბრებულია ავეჯის დაფის ზედაპირებთან. ბავშვის სხეული დაცულია ჭანჭიკისგან დაზიანებისაგან;
  • ზედაპირები არის გლუვი, დამუშავებულია იდეალურად, გამორიცხულია ხის მცირე ნაწილაკებით ბავშვის დაზიანების ალბათობა;
  • ჭრილების ზომები არის 10 სმ-ზე ნაკლები, გათვალისწინებულია ბავშვის თავის გარშემოწერილობა.

ჩვენი ავეჯის კონსტრუქციები არის მრავალჯერ დაშლადი და აწყობადი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საბავშვო განმავითარებელი ავეჯის ყველა მწარმოებლის კონსტრუქცია ასევე დაშლადი და აწყობადია. ეს, ერთი მხრივ, მოსახერხებელს ხდის პროდუქტის ტრანსპორტირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. მეორე მხრივ, ავეჯის აწყობა დამატებითი სახალისო გასართობია ბავშვებისთვის, რაც მშობლებს შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ.

ჩვენი ავეჯის ასაწყობად გამოყენეულია DIN EN სტანდარტების ჭანჭიკები და ექვსკუთხა, რათა მომხმარებელმა დამოუკიდებლად და კომფორტულად შეძლოს ავეჯის აწყობა პატარების ჩართულობით. ყველა პროდუქტს მოყვება დამატებითი ჭანჭიკიც. არ საჭიროებს დამატებითი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებას.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროდუქტის ეკომეგობრულ შეფუთვას. არ ვიყენებთ პარკს და ცელოფნის ბუშტუკებს. გამოიყენება მხოლოდ მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები.

მოხარული ვართ, რომ ქართველი მომხმარებელი უკვე აქტიურად ეცნობა მსოფლიოში ძალზე პოპულარულ ამ არაჩვეულებრივ პროდუქტებს. გვიხარია, რომ ქართველი ბავშვებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ევროპული ხარისხის საბავშვო ავეჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის მაღალი სანდოობა, რასაც გამოყენებული ნედლეულის ხარისხი, იდეალური დამუშავება და შესაბამისი შეფუთვა ქმნის. პროდუქტთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მისი მრავალმხრივი გამოყენებისა და სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრასა და თქვენთვის გაცნობას.

დაბოლოს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: მთავარია შინაარსი, და არა ფორმა! ბავშვთა ჰუმანური მეთოდებით აღზრდა, მათი პატივისცემა ადრეული ასაკიდან, ხელშეწყობა დამოუკიდებულობისა და რეალიზების გზაზე, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა – ნებისმიერი დამხმარე საშუალებების გარეშეც შესაძლებელია!

 

იხ. შემდეგი სტატიები:  

საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები
ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია
პიკლერის სამკუთხედითუმონტესორის სამკუთხედი“? სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები
როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 
საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები

     

      

    ბლოგზე დაბრუნება

    დატოვე კომენტარი