„პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი“?  სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები

 

„პიკლერის სამკუთხედი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც „მონტესორის სამკუთხედი“. ემი პიკლერისა და მარია მონტესორის ბავშვთა აღზრდის მეთოდებს მრავალი საერთო აქვთ. ორივე მათგანი ბავშვს განიხილავს როგორც პიროვნებას, რომელსაც პატივი უნდა სცენ და შეუქმნან თავისუფალი გარემო, რომელშიც  პატარები შეძლებენ თავიანთი სამყაროს შეცნობასა და დამოუკიდებლად სწავლას. ბავშვებისა და მოზარდების კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე დამყარებული მეთოდები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ადრეული ასაკიდანვე განივითარონ დამოუკიდებელი აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები, ის კონცეფციაა, რომელიც „პიკლერის სამკუთხედს“ მონტესორის მეთოდოლოგიასთან მჭიდროდ აკავშირებს. 

აღსანიშნავია, რომ „მონტესორისაგან“ განსხვავებით „პიკლერის“ სავაჭრო ნიშანი დაცულია (იხ. წყარო), რაც იმას ნიშნავს, რომ მეთოდისა და თუ პროდუქტების დასახელებაში ტერმინ „პიკლერის“ გამოყენება მფლობელ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია. ავეჯის ხაზში პიკლერის სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება, დღეისთვის, მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელს აქვს (იხ. ჩამონათვალი). ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება მიიღო, გამოირჩევა პროდუქციის ხარისხით, გამოყენებული ნედლეულის სერტიფიკატებით (მათ შორის, FSC სერტიფიკატით) და წარმოების სოციალური და ეკოლოგიური სარგებლიანობით. 

საინტერესოა, რომ 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ბრენდმა – Rad Children’s Furniture – „პიკლერის“ სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება მიიღო, აკრძალა ამ სახელის უკანონოდ გამოყენება ისეთ უდიდეს პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon და Etsy. შესაბამისად, ეს პროდუქტი მხოლოდ „მონტესორის სამკუთხედის“, „საცოცი სამკუთხედის“ თუ სხვა დასახელებით იყიდება.

ყველა მწარმოებელს, რომელიც პიკლერის სავაჭრო ნიშანს იყენებს, განსხვავებული მოდელები აქვთ. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ნიშნის გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება თავად პროდუქტზე. თუმცა, სამკუთხედის მრავალგვარ მოდიფიკაციას შორის გარკვეულ მოდელებზე დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლება. ამგვარ საავტორო მოდელებს შორის გამოირჩევა ლატვიური ბრენდის, Ette-tete-ს, განსხვავებული კონსტრუქცია (საავტორო უფლებების რეგისტრაციაზე იხ. წყარო). აღსანიშნავია, რომ ყველა მოდელი, რომელიც Ette-tete-ს მოდელს ჰგავს, სწორედ ამ ბრენდის მოდელიდან იღებს სათავეს.

ჩვენთვის სავაჭრო ნიშნისა და მოდელის საავტორო უფლებების დაცვას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოდელის შესწავლისა და დატესტვის შემდგომ არჩევანი პიტერ ანგლეას მოდელზე შევაჩერეთ, რომლისგანაც კომერციული წარმოების ლიცენზია შევიძინეთ და მცირე ცვლილებაც შევიტანეთ. მოდელი გამოირჩევა პრაქტიკულობით, იოლად იკეცება და აქვს მყარი კონსტრუქცია.

 

იხ. შემდეგი სტატიები:  

საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები 
ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია
როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 
საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები
გოგორასსაცოცი სამკუთხედი

     


    ბლოგზე დაბრუნება

    დატოვე კომენტარი