საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები

 

საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას.

პიკლერის სამკუთხედი

ბავშვის სწორი განვითარებისთვის ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. სანამ პატარა ერთი წლის გახდება, ის რთული მოძრაობების მთელ სპექტრს ეუფლება, სწავლობს, როგორ შეიგრძნოს სხეული და აკონტროლოს იგი. ერთ-ერთი დამხმარე საშუალება ამ რთული ამოცანის შესრულებისას საცოცი სამკუთხედია, რომლის შექმნაც უნგრელი პედიატრის, ემი პიკლერის სახელს უკავშირდება. საცოცი სამკუთხედი უჩვეულო და იდეალური პროდუქტია პატარებისთვის, რომლებიც ახალ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრების საწყის ეტაპზე და ცდილობენ, გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს.

ემი პიკლერი ყურადღებას ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას შორის პირდაპირ კავშირზე ამახვილებდა. ე.წ. „პიკლერის სამკუთხედი“, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ შეიქმნა, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ პროდუქტის მთავარი ფუნქციაა, ბავშვებმა ბუნებრივი შესაძლებლობები ცოცვის პროცესში თავიანთი ტემპის შესაბამისად გამოიყენონ.

სამკუთხედზე ცოცვისას პატარები აფასებენ საკუთარ უნარებს, საფრთხეებს, სირთულეებს და მათი დაძლევის პროცესში თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას ავლენენ. სამკუთხედზე ცოცვისას ბავშვი უკეთ აღიქვამს საკუთარ სხეულს, უკეთ აკონტროლებს მას, კუნთოვანი სისტემა ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ ბავშვების განწყობაზე დადებითად აისახება, როცა მათი მოძრაობის მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილებულია, როდესაც ისინი გადალახავენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, შესაბამისად, თვითდაჯერებულობის, თვითკმაყოფილების მაღალ დონეს აღწევენ. ეს კი, თავის მხრივ, პატარას თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.

საცოცი სამკუთხედის დახმარებით გამომუშავებული სხვადასხვა მოტორული და კოგნიტიური უნარი უზრუნველყოფს ბავშვის მომავალს – მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნარჩუნდება შეძენილი უნარები, რითაც შემდეგ მარტივად გაუმკლავდება გამოწვევებს. ყველაზე მთავარი კი იმის გაცნობიერებაა, რომ „პიკლერის სამკუთხედი“ იზრდება ბავშვთან ერთად და მისი განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს თამაშის ახალ გზებს.

საცოცი სამკუთხედის კონსტრუქციის უპირატესობები თვალსაჩინოა, კერძოდ:

  1. არ საჭიროებს კედელზე მიმაგრებას, თავისუფლად შეიძლება მისი გადაადგილება;
  2. კომპაქტურია და დაკეცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის პატარა ფართის ბინაშიც;
  3. სამკუთხედის გამოყენების ასაკობრივი ზღვარი არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ბავშვი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენებს მას;
  4. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – დაფა – მყარი მასალისგანაა დამზადებული. შესაბამისად, ცოცვის დროს არ ჩატყდება და ბავშვი არ დაზიანდება;
  5. დაფის დახრილობის კუთხე შეიძლება დარეგულირდეს ბავშვის საჭიროებებისა და მოძრაობის განვითარების დონის შესაბამისად;
  6. პროდუქტის ზედაპირი მარტივად იწმინდება.

სახლის ნებისმიერი სპორტული აღჭურვილობის მსგავსად, საცოც სამკუთხედსაც აქვს მრავალმხრივი სარგებელი:

  1. ავითარებს კოორდინაციისა და მოტორიკის უნარებს (დახრილი დიზაინი იდეალურია ბავშვის მოძრაობისთვის);
  2. ბავშვს ასწავლის სხეულის კონტროლს;
  3. ავითარებს ფიზიკურ ძალას, ამტანობას;
  4. ადრეული ასაკიდან ბავშვს უნერგავს ფიზიკური დატვირთვის სიყვარულს;
  5. დადებითად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე (ააქტიურებს ტვინის სხვადასხვა უბანს);
  6. აუმჯობესებს ვესტიბულარული აპარატის მუშაობას;
  7. ბავშვი სწავლობს ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებას და გადაწყვეტილებების მიღებას;
  8. უზრუნველყოფს ხერხემლისა და სახსრების დაავადებების პროფილაქტიკას;
  9. ბავშვი სირთულეებს აღიქვამს როგორც თამაშს და არა როგორც გამოსაცდელ ტესტს;
  10. დაბოლოს, პიკლერის სამკუთხედი ბავშვის გართობის მშვენიერი საშუალებაა. იგი მრავალფუნქციურია და იძლევა გამოყენების ფართო საშუალებას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამკუთხედზე თამაშის პროცესში სასურველია მშობლებიც ჩაერთონ, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან. მშობლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ბავშვების აქტივობას და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. დაუშვებელია აქტივობის შესრულების ძალდატანება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება.

ჩვეულებრივ, საცოც სამკუთხედს ახლავს დაფა, რომლის სხვადასხვა მოდელი სენსორული უნარების განვითარებისათვის საჭირო სასრიალო და საცოცი ფუნქციებითაა აღჭურვილი. ბევრი მშობელი დაფას იყენებს „ხიდის“ დანიშნულებით – დაფის ერთ ბოლოს ავეჯის შესაფერის ნაწილთან აერთიანებს.

საცოცი სამკუთხედის სპეციფიკიდან გამომდინარე, მშობლებს მუდმივად უჩნდებათ კითხვები:

  1. რა არის საცოცი სამკუთხედი?
  2. რა უპირატესობები ახასიათებს მას?
  3. რამდენად უსაფრთხოა?
  4. რა ასაკისთვისაა განკუთვნილი?
  5. რა მასალისაგან მზადდება?
  6. როგორ გავაცნოთ იგი ბავშვს?
  7. რამდენ ხანს შეიძლება მისი გამოყენება?

 

იხ. შემდეგი სტატიები:  

ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია
პიკლერის სამკუთხედითუმონტესორის სამკუთხედი“? სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები
როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 
საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები
გოგორასსაცოცი სამკუთხედი

     

      

    ტექსტი რეცენზირებულია ნატა მეფარიშვილის
    ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მიერ

     

    ბლოგზე დაბრუნება

    დატოვე კომენტარი