საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები

 

უსაფრთხო პროდუქტი:

საცოცი სამკუთხედის მრავალ უპირატესობასთან ერთად, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელსაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხშირად განხილავენ, უსაფრთხოებაა. რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება ბავშვებისათვის? ეს ყველა მშობელს აინტერესებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ამ პროდუქტის მრავალი მწარმოებელი და მომხმარებელი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას პროდუქტის უსაფრთხოებასა და სარგებლიანობაზე. გამოცდილი დედები საკუთარ  აზრს  გვიზიარებენ. მის უსაფრთხოებას განსაზღვრავს რამდენიმე ასპექტი:

  1. ასაკის შესაბამისი სიმაღლე (მინიმალური რისკი დაცემის შემთხვევაში);
  2. მაქსიმალური სიმყარე (თუნდაც რამდენიმე ბავშვის მიერ ერთდროულად გამოყენებისას);
  3. კიბის დიზაინი, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, ადვილად დაინახოს საფეხურები და გააკონტროლოს ფეხების მოძრაობა.

წინა ბლოგში ვსაუბრობდით პროდუქტის შერჩევის კრიტერიუმებზე, რაც, ასევე, განსაზღვრავს პროდუქტის უსაფრთხოებას, მათ შორის:

  1. გამოყენებული ნედლეულის უსაფრთხოება (ხის, ფანერის, დამუშავებისთვის განკუთვნილი ლაქის/ზეთის/საღებავის უსაფრთხოება, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი სერტიფიკატებით);
  2. კარგად დამუშავებული ზედაპირი, მომრგვალებული კუთხეები;
  3. ზეთით/საღებავით/ლაქით ზედაპირის დაფარვის ხარისხი, რომელიც არ იქერცლება და უძლებს ხშირ წმენდას;
  4. ჭანჭიკების თავების იდეალური სწორება ხის ზედაპირთან, როდესაც არც ერთი ჭანჭიკის თავი არ არის ზედირიდან ამოშვერილი.

 

რეკომენდაციები: 

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ძირითადი კონსტრუქცია შექმნილია ბავშვის უსაფრთხოების გათვალისწინებით და მის განსავითარებლად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. რეკომენდაციების ყურადღებით გამოყენება დაგვეხმარება პატარების  უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სწორი განვითარების ხელშეწყობაში:

  1. პროდუქტის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. შეიძინეთ სერტიფიცირებული მოდელი ან შეძენის დროს დარწმუნდით, რომ პროდუქტის უსაფრთხოების ზემოაღნიშნული პარამეტრები დაცულია;
  2. კონსტრუქციია აწყობისას ყურადღებით გაეცანით მწარმოებლის ინსტრუქციას და გაითვალისწინეთ მწარმოებელთა რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუკი თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტს არ ახლავს შესაბამისი ინსტრუქცია – პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მოიძიეთ ელექტრონულ წყაროებში;
  3. კონსტრუქციის აწყობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მჭიდროდ უერთდება ყველა დეტალი ერთმანეთს. შეწებებული კონსტრუქციის შემთხვევაში, უნდა მოისინჯოს თითოეული დეტალის სიმყარე. ჭანჭიკებიანი მოდელის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ჭანჭიკები მყარად არის მოჭერილი და მისი თავები არ არის ზედაპირის მაღლა ამოშვერილ მდგომარეობაში;
  4. საცოცი სამკუთხედი უნდა განთავსდეს ბრტყელ ზედაპირზე, რათა თამაშის დროს არ ირყეოდეს;
  5. იატაკი არ უნდა იყოს ბეტონის, დაცემის შემთხვევაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  6. ამასთან, არ არის რეკომენდებული სამკუთხედის გარშემო იატაკზე ბალიშების მოთავსება, რადგან ბავშვის დაცემა ბუნებრივია. დაცემისას ბავშვი კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებასა და პრობლემის გადაჭრას სწავლობს;
  7. კატეგორიულად აკრძალულია სამკუთხედის მოთავსება ფანჯარასთან ახლოს. შესაძლებელია, ბავშვმა იგი კიბედ გამოიყენოს და სიმაღლიდან გადავარდნის საფრთხე შეიქმნას;
  8. სასურველია, ბავშვს არ ეცვას ისეთი წინდები ან ფეხსაცმელი, რომლითაც მას იოლად დაუცურდება ფეხი, მიარტყამს სხეულის რომელიმე ნაწილს და დაზიანდება;
  9. მოძრავი დაფის პოზიციების ცვლილებისას, მნიშვნელოვანია, გაკონტროლდეს, თუ რამდენად კარგად ეყრდნობა დაფის ბოლო სამკუთხედის საფეხურზე;
  10. 18 თვემდე ბავშვებში, მეტი უსაფრთხოებისთვის, შესაძლებელია თავის ფიქსატორის გამოყენება, რაც უეცარი ვარდნის დროს თავის ქალას დაიცავს;
  11. მნიშვნელოვანია მშობელთა მიერ სათანადო ზედამხედველობა, განსაკუთრებით, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რაც გამოიხატება ბავშვის მიერ საცოცის დამოუკიდებლად შესწავლის პროცესში მშობლის ფიზიკური და მორალური მხარდაჭერით (და არა – ჩარევით);
  12. ბავშვის პირველი ნაბიჯი საცოც სამკუთხედამდე მნიშვნელოვანი მომენტია. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკსა და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი ასპექტები: ნივთი მისთვის ახალი მოვლენა და ფიგურაა ცხოვრებაში. შესაძლებელია გაუჩნდეს შიში/უნდობლობა და ზურგი აქციოს პროდუქტს. საჭიროა ბავშვის მხარდაჭერა, მასთან ერთად ახალი ობიექტის გაცნობა და წახალისება;
  13. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. შესაძლებელია, 12 თვემდე ბავშვი სამკუთხედს შედარებით უინტერესოდ უყურებდეს და მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობდეს მას, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მისი ინტერესი იზრდება; დაუშვებელია დაძალება, რომ ბავშვმა სამკუთხედთან დრო გაატაროს. სამკუთხედით თამაშის ინიციატივა და სურვილი თავად ბავშვს უნდა გაუჩნდეს;
  14. უმჯობესია, სამკუთხედი განთავსდეს იქ, სადაც არ იქნება ხელისშემშლელი გარემო ფაქტორი, მაგალითად, ჩართული ტელევიზორი, რადგან ბავშვს ამით შეიძლება ყურადღება გაეფანტოს და უნებურად ჩამოვარდეს/დაეცეს;
  15. პიკლერის სამკუთხედისთვის შეიძლება სხვადასხვა დანიშნულების მიცემაც. მაგალითად, გადასაფარებლით გადახურვა, რაც შექმნის მყუდრო ადგილს წიგნის კითხვისთვის ან თუნდაც სხვა თამაშებისთვის. ეს მეთოდი ბავშვს მისცემს შემოქმედებითი უნარების განვითარების ბიძგს. ამრიგად, „პიკლერის სამკუთხედი“ მხოლოდ ცოცვისთვის არ არის შექმნილი. ის იძლევა არაერთ შესაძლებლობას, რომლითაც შეიძლება ბავშვი განვითარდეს;
  16. „პიკლერის სამკუთხედის“ გამოყენების წესები, ფაქტობრივად, არ არსებობს: ბავშვმა თავად უნდა განსაზღვროს, რის კეთება სურს. მშობლის მიერ მიცემულმა ინსტრუქციამ შეიძლება შეზღუდოს ბავშვის ინტერესები, რაც არასასურველია და ეწინააღმდეგება პროდუქტის კონცეფციას.

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დოქტორი პიკლერის ფილოსოფიის თანახმად, სასურველია ბავშვი არ აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამიტომ აუცილებელია, შევქმნათ ბავშვისთვის მხარდამჭერი გარემო და და მივცეთ მას საშუალება, ექსპერიმენტები ჩაატაროს. სამკუთხედზე თამაშით ბავშვი შეისწავლის საკუთარი ინსტინქტების ნდობას, გადაწყვეტილების მიღებას თავისი შესაძლებლობების მიხედვით. მისთვის ეს არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეუძლია საკუთარი უნარების გამოცდა და ამ გზით თავდაჯერებულობის ამაღლება. როდესაც ბავშვი სამკუთხედზე თამაშის დროს დაბრკოლებას გადააწყდება, ეს მისთვის მამოძრავებელი ძალა იქნება, რომ კიდევ სცადოს და მიაღწიოს სასურველ შედეგს, რომელიც მასში სიხარულს გააღვივებს.

 

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები, რათა ერთად შევძლოთ ქართველი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და მათი მხარდაჭერა ბავშვთა პოზიტიური აღზრდის პროცესში. 

 

იხ. შემდეგი სტატიები:  

საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები
ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია
პიკლერის სამკუთხედითუმონტესორის სამკუთხედი“? სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები
როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 
გოგორასსაცოცი სამკუთხედი

     

      

    ტექსტი რეცენზირებულია ნატა მეფარიშვილის
    ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მიერ
    ბლოგზე დაბრუნება

    დატოვე კომენტარი