გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 3

Gogora toys

კუბი მაგიდა S (გრძელი ჭრით)

კუბი მაგიდა S (გრძელი ჭრით)

რეგულარული ფასი 180.00 GEL
რეგულარული ფასი 180.00 GEL ფასდაკლების ფასი 180.00 GEL
ფასდაკლება გაყიდულია
დღგ-ს გადასახადი შესულია. მიწოდება გამოითვლება შეკვეთის დროს.

მონტესორის კუბი მაგიდა კუბი სკამის მოზრდილი ვერსიაა. კუბი მაგიდაც უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია და ასევე იდეალური დამხმარეა ბავშვისთვის გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

კუბ მაგიდას გააჩნია სამი პოზიცია, რომელთა აღმოჩენაც მისი სხვადასხვა მხარეს გადაბრუნებითაა შესაძლებელი. მისი ამაღლებული საზურგე და გვერდები, როგორც ბავშვისთვის, ისე – მშობლისთვის, დაცულობის შეგრძნებასა და ფუნქციურობასთანაა დაკავშირებული.

კუბი მაგიდა გამოიყენება როგორც უშუალოდ მაგიდის, ასევე სკამის, თაროს და საფეხურის დანიშნულებითაც. გარდა ამისა, კუბი მაგიდა პატარას დაყრდობასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება. მისი გადაადგილება ძალიან კომფორტული და სახალისოა.

კუბი მაგიდა ბავშვებში ანვითარებს დამოუკიდებლობის შეგრძნებასა და მსხვილ მოტორიკას. სკამის კონსტრუქციიდან გამომდინარე, მისით თანაბრად შეიძლება ისარგებლონ ბავშვებმა 8 თვიდან 6 წლამდე და შემდგომაც. თუმცა, უსაფრთხოების და მრავალფუნქციური თვალსაზრისით, იგი შეუცვლელი პროდუქტია ბავშვებისათვის 0-დან 3 წლამდე.

კუბი მაგიდის ზედაპირის ზომები შესაბამისობაშია კუბ სკამის დასაჯდომის ზომებთან. რეკომენდებული შესაბამისობებია: 

- კუბის სკამის I პოზიცია კუბი მაგიდის II პოზიციასთან

- კუბის სკამის II პოზიცია კუბი მაგიდის III პოზიციასთან

ზომა (L x W x H): 48/45/43სმ

ზედაპირის სიმაღლე: I პოზიცია – 14.5სმ; II პოზიცია – 32სმ; III პოზიცია – 42სმ

ასაკი: 6 თვიდან

უსაფრთხოება

#1 უსაფრთხოებაა!

ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ. 

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

გადაზიდვის პოლიტიკა კონფიდენციალობის პოლიტიკა თანხის დაბრუნების პოლიტიკა Მომსახურების პირობები
მიმოხილვები არ არის
სრული დეტალების ნახვა
  • Climbing triangle and its advantages

    საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები

      საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები   საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას. ბავშვის სწორი განვითარებისთვის...

  • Emmi Pikler and her methodology

    ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია

      ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია   უნგრელი პედიატრი და მასწავლებელი, ემი პიკლერი,1902 წელს, ვენაში დაიბადა. 1946 წელს მან დააარსა  ბავშვთა სახლი ბუდაპეშტში, რომელშიც დანერგეს ობოლი ბავშვების აღზრდის ავტორისეული მეთოდი....

  • "Pikler triangle" or "Montessori triangle"? Trademark and copyright

    „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი...

      „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი“?  სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები   „პიკლერის სამკუთხედი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც „მონტესორის სამკუთხედი“. ემი პიკლერისა და მარია მონტესორის ბავშვთა აღზრდის მეთოდებს მრავალი საერთო...

  • How to choose the climbing triangle?

    როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?

      როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?    საცოცი სამკუთხედების შესახებ ბლოგების სერიის ამ ნაწილში შევეხებით პროდუქტის შერჩევის კრიტერიუმებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის, ძირითადი პარამეტრებისა და ასაკობრივი სეგმენტის საკითხებს.   პროდუქტის ზოგადი აღწერა...

1 დან 4