გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

gogoratoys

საცოცი თაღი

საცოცი თაღი

რეგულარული ფასი 350.00 GEL
რეგულარული ფასი 350.00 GEL ფასდაკლების ფასი 350.00 GEL
ფასდაკლება გაყიდულია
დღგ-ს გადასახადი შესულია. მიწოდება გამოითვლება შეკვეთის დროს.

წარმოიდგინეთ, რამდენი ძალისხმევა სჭირდება ბავშვს რომ მისმა სხეულმა დაიწყოს აქტიური, მიზანმიმართული და დამოუკიდებელი აქტივობები. განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება და როგორც სპეციალისტები გვირჩევენ ამ შესაძლებლობებზე დაბადებიდან უნდა ვიზრუნოთ.

უნიკალური, მრავალფუნქციური პროდუქტი – საცოცი თაღი შექმნილია ბავშვის ფიზიკური განვითარების, დამოუკიდებლობისა და უსასრულო თამაშების ხელშეწყობისთვის. იგი ავითარებს ბავშვის ფანტაზიას და მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. შესაძლოა, პატარებმა მას მრავალი დანიშნულება მოუძებნონ, გამოიყენონ როლური, დრამატული თამაშებისთვის, რაც სოციალური გამოცდილებების დაგროვებაში დაეხმარებათ. თაღი სხვადასხვა პოზიციაში შესაძლოა გადააქციონ:

  • სათამაშოების საკიდად (mobile)
  • ხიდად,
  • გვირაბად,
  • ციხე-სიმაგრედ,
  • ფეხბურთის კარად,
  • კარვად,
  • მაგიდად,
  • საქანელად,
  • საყრდენად,
  • სათამაშოების სათავსოდ.

 

სამყაროს შეცნობას ბავშვი დაბადებიდან იწყებს, აკვირდება ფერებს, ფორმებს. საცოცი თაღის სათამაშოების საკიდად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს დავეხმაროთ ბავშვის მხედველობის განვითარებას, ვიზუალურ სტიმულაციას, ვიზუალურ-სივრცით აღქმას, თვალის და ხელის კოორდინაციას.

ზრდასთან ერთად თაღი მეტ დატვირთვას იძენს. ის ხდება საყრდენი პატარას დგომისა და სიარულის სტიმულირებისთვის. პირველი ნაბიჯებისთვის საიმედო საყრდენად და უსაფრთხო ბარიერად საცოცი თაღის გამოყენება მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა, რადგან წვრილი კუნთების მუშაობა წინ უსწრებს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას, რომელიც ხოხვის, წამოჯდომის, წამოდგომის, მიყრდნობის და პირველი ნაბიჯების უსაფრთხოდ განხორციელებაში გამოიხატება. მასზე აცოცება თვეების პატარას გაუძლიერებს კუნთებს, წონასწორობასა და სივრცის აღქმის უნარს.

1 წლიდან ცოცვის დროსაც პატარებს უვითარდებათ კოორდინაციისა და მოტორული უნარები, სწავლობენ სხეულის კონტროლს და ძლიერდებიან ფიზიკურად. საფრთხეების, სირთულეების გადალახვისას ისინი აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ეჩვევიან დამოუკიდებლობას და მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან.

ნატიფ და უხეშ მოტორულ უნარ-ჩვევებთან ერთად თაღი ეხმარება სოციალური უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას, როდესაც მისი გამოყენებით ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ.

 

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H):  97/60/50სმ                

საფეხური ჯოხების რაოდენობა: 10 ცალი.                                                         

კარკასის სისქე: 15მმ                                  

ჯოხების სისქე: 24.5მმ                                                   

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან 6 წლამდე     

თაღი იდეალურად თავსებადია გოგორას სხვა აქტივობის პროდუქტებთან (იხ: https://shorturl.at/joQV6 )                                                                                                              

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

უსაფრთხოება

#1 უსაფრთხოებაა!

ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ. 

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

გადაზიდვის პოლიტიკა კონფიდენციალობის პოლიტიკა თანხის დაბრუნების პოლიტიკა Მომსახურების პირობები სრული დეტალების ნახვა
  • Climbing triangle and its advantages

    საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები

      საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები   საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას. ბავშვის სწორი განვითარებისთვის...

    საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები

      საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები   საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას. ბავშვის სწორი განვითარებისთვის...

  • Emmi Pikler and her methodology

    ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია

      ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია   უნგრელი პედიატრი და მასწავლებელი, ემი პიკლერი,1902 წელს, ვენაში დაიბადა. 1946 წელს მან დააარსა  ბავშვთა სახლი ბუდაპეშტში, რომელშიც დანერგეს ობოლი ბავშვების აღზრდის ავტორისეული მეთოდი....

    ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია

      ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია   უნგრელი პედიატრი და მასწავლებელი, ემი პიკლერი,1902 წელს, ვენაში დაიბადა. 1946 წელს მან დააარსა  ბავშვთა სახლი ბუდაპეშტში, რომელშიც დანერგეს ობოლი ბავშვების აღზრდის ავტორისეული მეთოდი....

  • "Pikler triangle" or "Montessori triangle"? Trademark and copyright

    „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი...

      „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი“?  სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები   „პიკლერის სამკუთხედი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც „მონტესორის სამკუთხედი“. ემი პიკლერისა და მარია მონტესორის ბავშვთა აღზრდის მეთოდებს მრავალი საერთო...

    „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი...

      „პიკლერის სამკუთხედი“ თუ „მონტესორის სამკუთხედი“?  სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები   „პიკლერის სამკუთხედი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც „მონტესორის სამკუთხედი“. ემი პიკლერისა და მარია მონტესორის ბავშვთა აღზრდის მეთოდებს მრავალი საერთო...

  • How to choose the climbing triangle?

    როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?

      როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?    საცოცი სამკუთხედების შესახებ ბლოგების სერიის ამ ნაწილში შევეხებით პროდუქტის შერჩევის კრიტერიუმებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის, ძირითადი პარამეტრებისა და ასაკობრივი სეგმენტის საკითხებს.   პროდუქტის ზოგადი აღწერა...

    როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?

      როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი?    საცოცი სამკუთხედების შესახებ ბლოგების სერიის ამ ნაწილში შევეხებით პროდუქტის შერჩევის კრიტერიუმებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის, ძირითადი პარამეტრებისა და ასაკობრივი სეგმენტის საკითხებს.   პროდუქტის ზოგადი აღწერა...

1 დან 4