კონფიდენციალობის პირობები

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს და ამუშავებს gogoratoys.com თქვენს პერსონალურ მონაცემებს (ნებისმიერი ინფორმაცია იდენტიფიცირებადი პირის შესახებ), როდესაც იყენებთ აღნიშნულ ვებ გვერდს.

დამატებითი კითხვების ან რეკომენდაციების/საჩივრის შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: gogoratoys@gmail.com.

პერსონალური მონაცემების შეგროვება:

ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

  • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება;
  • თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
  • თქვენ მიერ შესყიდვისთვის საჭირო ინფორმაციის განთავსება ჩვენს საიტზე;
  • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანი:

  • ვებ გვერდის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ოპტიმიზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგი;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩვენი პროდუქტების გაუმჯობესება;
  • მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება;
  • დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელება;
  • ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენცია;
  • დანაშაულის გამოვლენა და გამოძიებისთვის ანგარიშების შედგენა;
  • ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვა;
  • კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

არასრულწლოვანი პირი:

გოგორას საიტი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, შესაბამისად არ ვაგროვებთ არასრულწლოვანთა მონაცემებს.

თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და ფიქრობთ, რომ თქვენმა შვილმა მოგვაწოდა პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • ელექტრონული ფოსტა;
  • სახელი და გვარი;
  • ფასვორდი, ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, ხოლო პროდუქტის შესაძენად დამატებით მიეთითება შემდეგი მონაცემები:

  • მისამართი;
  • საფოსტო ინდექსი;
  • ტელეფონის ნომერი.

ანგარიშსწორების მიზნით მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას.

გოგორას არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. გოგორა იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა და უსაფრთხოება:

მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გოგორა იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

გოგორა მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას გოგორას სერვერებზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაცია=ინახება კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

  • საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს. მათ მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
  • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია, საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
  • მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით გოგორას შეუძლია, ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით და გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ გოგორას სარეკლამო მომსახურებას.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, გოგორას მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს გოგორას.