თავისი ზომებიდან და დიზაინიდან გამომდინარე, ეს არის იდეალური საბავშვო სკამი როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. მასზე კომფორტულად თავსდება 2-3 ბავშვი, რაც უზრუნველყოფს ჯგუფური თამაშებისა და აქტივობების განხორციელებას.
დედმამიშვილებთან და მეგობრებთან თამაშით ბავშვს უვითარდება გაზიარების უნარი, ემოციური ინტელექტი.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
ზომა (L x W x H): 80/35/38სმ
კარკასის სისქე: 15მმ
ასაკობრივი ჯგუფი: 7-8 თვიდან 6 წლამდე
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.