ტრაპეციის ფორმის მაგიდა სულ მალე გადაიქცევა ბავშვებისა და უფროსების საყვარელ ავეჯად. მისი გამორჩეული დიზაინი საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობები შევთავაზოთ პატარებს.
ეს პროდუქტი განსაკუთრებით მიმზიდველია მრავალშვილიანი ოჯახებისთვისა და საბავშვო სივრცეებისთვის.
ორი ან მეტი მაგიდის ერთმანეთზე მიდგმით ტრაპეცია შეიძლება გადაკეთდეს მრავალკუთხედად, სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურად, რაც ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, ფანტაზიის უნარის განვითარებისთვის და მრავალმხრივ აქტივობებში ჩართვისთვის იდეალური საშუალებაა.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
ზომა (L x W x H): 90/40/40-50სმ (სიმაღლე შეიძლება განისაზღვროს მომხმარებლის მიერ 40-50სმ ის ფარგლებში)
კარკასის სისქე: 18მმ
ასაკობრივი ჯგუფი: 7-8 თვიდან 6 წლამდე
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.