კუბი სკამი უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია პატარების უსაფრთხო და უსასრულო თამაშებისთვის. 3 წლამდე ბავშვებისთვის მისი გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა: პირველი ნაბიჯებიდან, აღმოჩენებიდან და გამოცდილებებიდან ის საუკეთესო თანამგზავრია სამყაროს შეცნობის გზაზე.
კუბ სკამს გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი. კუბი სკამის პრაქტიკულობა ეხმარება ბავშვს ასაკობრივი კომპეტენციების განვითარებაში და საუკეთესო დამხმარეა მშობლისთვის, ვისაც სურს უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო შეუქმნას პატარას.
კუბი სკამი გამოიყენება:
- სკამის,
- მაგიდის,
- თაროს,
- საფეხურის (პლატფორმის),
- საყრდენის დანიშნულებით.
დიახ! კუბი სკამი პატარას პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება, როგორც საყრდენი. მისი გადაადგილება ძალიან კომფორტული და სახალისოა. შესაძლოა, პატარებმა მას სხვა დანიშნულებაც მოუძებნონ, გამოიყენონ როლური, დრამატული თამაშებისთვის, რაც სოციალური გამოცდილებების დაგროვებაში დაეხმარებათ.
მნიშვნელოვანია ბავშვი უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოში განვითარდეს. კუბი სკამი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და გარემოსთან ადაპტაციას. იგი ბავშვებში ავითარებს:
- დამოუკიდებლობის შეგრძნებას,
- მსხვილ მოტორიკას,
- კოორდინაციას და ბალანსს,
- პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,
- ეხმარება ჩამოუყალიბდეს ადეკვატური და უსაფრთხო მოლოდინები სამყაროს მიმართ.
კუბი სკამის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს ბავშვის სკამზე სწორად, კომფორტულად და უსაფრთხოდ ჯდომას. მისი ამაღლებული საზურგე და გვერდები დაცულობის შეგრძნებას ბადებს.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
კუბი სკამი S-ის ჯდომის I პოზიცია განკუთვნილია 6 თვიდან 3 წლამდე, ხოლო III უზურგო პოზიციის ასაკია 0-99, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის უნიკალურობაზე.
ფანერის სისქე: 15მმ
კუბი სკამის ზედაპირის ზომები შესაბამისობაშია კუბი მაგიდის დასაჯდომის ზომებთან. რეკომენდებული კომბინაციებია:
კუბი სკამი (S) (L x W x H): 30/30/30სმ
კუბის სკამი S, პოზიცია I (13სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, პოზიცია II-თან (32სმ)
კუბის სკამი S, პოზიცია II (18.5სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, III პოზიციასთან (42სმ)
დასაჯდომის სიმაღლე:
I პოზიცია – 13სმ,
II პოზიცია – 18.5სმ,
III პოზიცია – 29სმ
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.