მონტესორის კუბი სკამი (პატარა ჭრით, S)

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 160.00₾.Current price is: 128.00₾.

მარაგში

მარაგში

პროდუქტის აღწერა

კუბი სკამი უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია პატარების უსაფრთხო და უსასრულო თამაშებისთვის. 3 წლამდე ბავშვებისთვის მისი გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა: პირველი ნაბიჯებიდან, აღმოჩენებიდან და გამოცდილებებიდან ის საუკეთესო თანამგზავრია სამყაროს შეცნობის გზაზე.

კუბ სკამს გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი. კუბი სკამის პრაქტიკულობა ეხმარება ბავშვს ასაკობრივი კომპეტენციების განვითარებაში და საუკეთესო დამხმარეა მშობლისთვის, ვისაც სურს უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო შეუქმნას პატარას.

კუბი სკამი გამოიყენება:

  • სკამის,
  • მაგიდის,
  • თაროს,
  • საფეხურის (პლატფორმის),
  • საყრდენის დანიშნულებით.

დიახ! კუბი სკამი პატარას პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება, როგორც საყრდენი. მისი გადაადგილება ძალიან კომფორტული და სახალისოა. შესაძლოა, პატარებმა მას სხვა დანიშნულებაც მოუძებნონ, გამოიყენონ როლური, დრამატული თამაშებისთვის, რაც სოციალური გამოცდილებების დაგროვებაში დაეხმარებათ.

მნიშვნელოვანია ბავშვი უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოში განვითარდეს. კუბი სკამი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და გარემოსთან ადაპტაციას. იგი ბავშვებში ავითარებს:

  • დამოუკიდებლობის შეგრძნებას,
  • მსხვილ მოტორიკას,
  • კოორდინაციას და ბალანსს,
  • პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,
  • ეხმარება ჩამოუყალიბდეს ადეკვატური და უსაფრთხო მოლოდინები სამყაროს მიმართ.

კუბი სკამის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს ბავშვის სკამზე სწორად, კომფორტულად და უსაფრთხოდ ჯდომას. მისი ამაღლებული საზურგე და გვერდები დაცულობის შეგრძნებას ბადებს.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

კუბი სკამი S-ის ჯდომის I პოზიცია განკუთვნილია 6 თვიდან 3 წლამდე, ხოლო III უზურგო პოზიციის ასაკია 0-99, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის უნიკალურობაზე.

ფანერის სისქე: 15მმ

კუბი სკამის ზედაპირის ზომები შესაბამისობაშია კუბი მაგიდის დასაჯდომის ზომებთან. რეკომენდებული კომბინაციებია:

კუბი სკამი (S(L x W x H): 30/30/30სმ

კუბის სკამი S, პოზიცია I (13სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, პოზიცია II-თან (32სმ)

კუბის სკამი S, პოზიცია II (18.5სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, III პოზიციასთან (42სმ)

დასაჯდომის სიმაღლე:
I პოზიცია – 13სმ,
II პოზიცია – 18.5სმ,
III პოზიცია – 29სმ

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

Weight 3 kg

პროდუქტის დეტალები

კუბი სკამი უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია პატარების უსაფრთხო და უსასრულო თამაშებისთვის. მას გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი. კუბი სკამის პრაქტიკულობა ეხმარება ბავშვს ასაკობრივი კომპეტენციების განვითარებაში და საუკეთესო დამხმარეა მშობლისთვის, ვისაც სურს უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო შეუქმნას პატარას.

უსაფრთხოება

ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

0 reviews
0
0
0
0
0

There are no reviews yet.

Be the first to review “მონტესორის კუბი სკამი (პატარა ჭრით, S)”

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით