სასწავლო კოშკი

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 380.00₾.Current price is: 266.00₾.

პროდუქტის აღწერა

სასწავლო კოშკი მონტესორის მეთოდოლოგიასთან მეგობრული ბავშვთა ავეჯიდან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული პროდუქტია, ვინაიდან იგი ბავშვის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, თვითდაჯერებულობას უწყობს ხელს და უსასრულო თამაშების სამყაროში საუკეთესო მეგზურია:

  • ორი საფეხურის დახმარებით ბავშვები თავად ძვრებიან კოშკზე,
  • შეუძლიათ მიწვდნენ მაგიდას,
  • შეუძლიათ ითამაშონ ნიჟარასთან წყალში,
  • დაიბანონ ხელ-პირი დამოუკიდებლად.

მას შემდეგ რაც სამყაროს აღმოაჩენენ, პატარები სულ უფრო და უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან, რაც განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორ დროს, სწორ ასაკში მხარდაჭერას საჭიროებს. ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მხარდამჭერი და ადეკვატური გარემო შეგვიძლია იმ დეტალებით გავიმარტივოთ, რომლებიც ბავშვს და მშობელს დაეხმარება თავდაჯერებულობაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

როდესაც ბავშვები თავად აკეთებენ რაიმეს სრულიად დამოუკიდებლად, ეს მათ თვითშეფასებასა და თვითკმაყოფილების განცდაზე პირდაპირ აისახება. კოშკის დახმარებით ჩნდება მრავალფეროვანი გამოცდილებებისა და ტანთან დაკავშირებული უნარების განვითარების თანადროული შესაძლებლობა. იგი ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარის აღმოჩენას და დახვეწას.

მიეცით ბავშვებს საშუალება ჩაერთონ სამზარეულოს აქტივობებში თქვენთან ერთად. მშობელთან ინტერაქციული პროცესი დაეხმარება ბავშვს მეტყველების განვითარებაში, საკუთარი აზრის დაფიქსირებაშიი და აღმოჩენებში. სთხოვეთ გაგირეცხოთ მაგალითად კარტოფილი, სანამ იგი წყლით და კარტოფილით გაერთობა – თქვენ სადილის მომზადებას მშვიდად მოახერხებთ. სამზარეულოში გატარებული საათები საუკეთესო შეკავშირების დროა თქვენსა და თქვენს პატარას შორის, საკვებით თამაშის უპირატესობა კი ისიც გახლავთ, რომ რაც უფრო მეტად ექნება ბავშვს შესაძლებლობა დაინახოს, შეეხოს და შეისწავლოს ინგრედიენტები, რომლებსაც სადილისთვის იყენებთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ იგი სიამოვნებით მიირთმევს მას.

სასწავლო კოშკს გააჩნია ერთი საფეხური და პლატფორმის სამი რეგულირებადი დონე. ამასთან, ჩვენი ამერიკული სტანდარტის შესაბამისი დამცავები, ჯებირი მკერდისა და ზურგის მხარეს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოშკი სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. დიზაინიდან გამომდინარე სრულად დაცულია გადაყირავებისგან. შესაბამისად მეტი ხარისხიანი დროის გატარების შესაძლებლობა გეძლევათ ერთად.

პროდუქტის დეტალები

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ფანერის სისქე: 15მმ

ჯოხის სისქე: 24.5მმ

ასაკობრივი ჯგუფი: 10 თვიდან 6 წლამდე

ზომა (L x W x H): 45/40/85 სმ

დასადგომის სიმაღლე:

პირველი პოზიცია – იატაკიდან 46სმ

მეორე პოზიცია – იატაკიდან 35სმ

მესამე პოზიცია – იატაკიდან 18სმ

საფეხურის სიმაღლე:

პირველი პოზიცია – 22სმ

მეორე პოზიცია – 11სმ

 

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

უსაფრთხოება

ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის განკუთვნილი სახლის გარეთ გამოსაყენებლად. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 5-10 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით