აბაზანის საფეხური

SKU: 10100-1
(1 მიმოხილვა)

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 170.00₾.Current price is: 136.00₾.

მარაგში

მარაგში

პროდუქტის აღწერა

გოგორას აბაზანის საფეხური შექმნილია იმისთვის, რომ თქვენს პატარას დაეხმაროს დამოუკიდებლად მიაღწიოს მისთვის საჭირო სიმაღლეებს. ეს მარტივი და ფუნქციონალური ავეჯი იდეალურია აბაზანაში, საძინებელში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ბავშვს დამატებითი სიმაღლე სჭირდება.

საფეხურის კომპაქტური ზომები მას მოსახერხებელს ხდის მცირე სივრცეებშიც კი. ორი საფეხური უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო ასვლასა და ჩასვლას. საფეხურების სიმაღლე გათვლილია პატარა მომხმარებლებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად ისარგებლონ ხელსაბანით, ტუალეტით ან მიწვდნენ სასურველ ნივთებს.

მონტესორის პრინციპების შესაბამისად, საფეხური გამოირჩევა მარტივი და მყარი კონსტრუქციით. მისი სტაბილური დიზაინი უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას გამოყენების დროს. გვერდებზე არსებული მოსახერხებელი სახელურები კი დამატებით საყრდენს ქმნის და ბავშვს გადაადგილებაში ეხმარება.

მონტესორის საბავშვო საფეხური ხელს უწყობს ბავშვის:

  • დამოუკიდებლობას: ბავშვს შეუძლია თავად მიაღწიოს მისთვის საჭირო სიმაღლეებს.
  • თვითმომსახურების უნარების განვითარებას: სწავლობს დამოუკიდებლად მოვლას ჰიგიენურ პროცედურებში.
  • კუნთების განვითარებასა და კოორდინაციას: საფეხურებზე ასვლა და ჩასვლა ავითარებს მოტორულ უნარებს.
  • თვითდაჯერებულობას: დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა ზრდის ბავშვის თავდაჯერებულობას.

გოგორას მონტესორის საბავშვო საფეხური არის პრაქტიკული და უსაფრთხო დამხმარე თქვენი პატარას ზრდისა და დამოუკიდებლობის გზაზე.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H): 37/38/35 სმ

საფეხურების რაოდენობა: 2

I საფეხურის ფიქსირებული პოზიცია: 13სმ იატაკიდან

II საფეხურის პირველი პოზიცია: 22.5 სმ იატაკიდან. დაშორება I საფეხურიდან – 10სმ

II საფეხურის მეორე პოზიცია: 25 სმ იატაკიდან. დაშორება I საფეხურიდან – 14სმ

ფანერის სისქე: 15მმ

მაქსიმალური დატვირთვა: 60კგ

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

Dimensions 45 cm

პროდუქტის დეტალები

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაღების ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

1
1 review
0
0
0
0
1

1 review for აბაზანის საფეხური

Clear filters
  1. 🔔 Reminder; Operation 1.124532 BTC. Continue => https://yandex.com/poll/7R6WLNFoDWh6Mnt8ZoUfWA?hs=6b52c63f6d44db36ca0f9091a7259707& 🔔

    bmepl9

დაგვიტოვე შეფასება

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით