წარმოგიდგენთ გოგორას DIY L ბოქსს. აქ ყველა ატრიბუტია, რაც დაგჭირდებათ მარტივად, სახალისოდ და ხარისხიანად დაასრულოთ ჩვენთან შეძენილი გაულაკავი პროდუქტის გალაკვა სახლის პირობებში. იხ. დეტალური ინსტრუქცია.
DIY L ზომა ბოქსში გათვალისწინებულია პატარას ჩართულობა, მათთვის არის პატარა ზომის ფუნჯი, პირბადე და ხელთათმანი.
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების ორ ფენად გალაკვას, რომლებსაც შეხება აქვთ წყალთან. მაგალითად: სამზარეულოს კოშკი, სენსორული მაგიდა, სკამი და მაგიდა. პროდუქტების დიდი ნაწილი შეგიძლიათ მოიხმაროთ გაულაკავად: აქტივობის ავეჯი, კარადები დათაროები და სხვ.
გოგორას DIY ხაზი შეიქმნა იმისათვის, რომ:
✔️ ჩვენი ევროპული ხარისხის საბავშვო ავეჯი ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს,
✔️ წაახალისოს ოჯახური აქტივობები,
✔️ და პატარებს სახლის პირობებში მეტი უსასრულო თამაშისა და განვითარების სივრცე შესთავაზოს
შენიშვნა: თითოეულ ბოქსში მოთავსებულია 250მლ-იანი სერტიფიცირებული ლაკი, რომელიც ნებისმიერი 1 ავეჯის გასალაკად საკმარისია. ავეჯის ზომიდან გამომდინარე შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს 2 და 3 პროდუქტისთვისაც. გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ ჩვენთან კონსულტაცია და ერთად განვსაზღვროთ დამატებითი ლაკის ქილის შეძენა იქნება თუ არა საჭირო.