DIY ბოქსი M (უფროსებისთვის)

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

45.00

პროდუქტის აღწერა

წარმოგიდგენთ გოგორას DIY M ბოქსს. აქ ყველა ატრიბუტია, რაც დაგჭირდებათ მარტივად, სახალისოდ და ხარისხიანად დაასრულოთ ჩვენთან შეძენილი გაულაკავი პროდუქტის გალაკვა სახლის პირობებში. იხ. დეტალური ინსტრუქცია.

DIY M ზომა ბოქსში ფუნჯი, პირბადე და ხელთათმანი გათვალისწინებულია მხოლოდ ზრდასრულისთვის.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების ორ ფენად გალაკვას, რომლებსაც შეხება აქვთ წყალთან. მაგალითად: სამზარეულოს კოშკი, სენსორული მაგიდა, სკამი და მაგიდა. პროდუქტების დიდი ნაწილი შეგიძლიათ მოიხმაროთ გაულაკავად: აქტივობის ავეჯი, კარადები და თაროები და სხვ.

გოგორას DIY ხაზი შეიქმნა იმისათვის, რომ:
✔️ ჩვენი ევროპული ხარისხის საბავშვო ავეჯი ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს,
✔️ წაახალისოს ოჯახური აქტივობები,
✔️ და პატარებს სახლის პირობებში მეტი უსასრულო თამაშისა და განვითარების სივრცე შესთავაზოს

შენიშვნა: თითოეულ ბოქსში მოთავსებულია 250მლ-იანი სერტიფიცირებული ლაკი, რომელიც ნებისმიერი 1 ავეჯის გასალაკად საკმარისია. ავეჯის ზომიდან გამომდინარე შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს 2 და 3 პროდუქტისთვისაც. გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ ჩვენთან კონსულტაცია და ერთად განვსაზღვროთ დამატებითი ლაკის ქილის შეძენა იქნება თუ არა საჭირო.

პროდუქტის დეტალები

თითოეული პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. პროდუქტებზე განთავსებულ ლინკებზე.

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაღების ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით