მონტესორის მეთოდოლოგიასთან მეგობრული ეს ორადგილიანი სასწავლო კოშკი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, თვითდაჯერებულობას და მათ უსასრულო თამაშების სამყაროში საუკეთესო მეგზურია. ეს კოშკი იდეალურია ორი პატარა მკვლევრისთვის, რათა ერთად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
- ორი საფეხურის დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ თავად აძვრნენ კოშკზე.
- მათ შეუძლიათ ერთად მიწვდნენ მაგიდას.
- მათ შეუძლიათ ერთად ითამაშონ ნიჟარასთან წყალში.
- მათ შეუძლიათ ერთად დაიბანონ ხელ-პირი დამოუკიდებლად.
სამყაროს აღმოჩენის შემდეგ, პატარები სულ უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან, რაც განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორ დროს, სწორ ასაკში მხარდაჭერას საჭიროებს. ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მხარდამჭერი და ადეკვატური გარემო შეგვიძლია იმ დეტალებით გავიმარტივოთ, რომლებიც ბავშვებსა და მშობლებს დაეხმარება თავდაჯერებულობაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
როდესაც ბავშვები თავად აკეთებენ რაიმეს სრულიად დამოუკიდებლად, ეს მათ თვითშეფასებასა და თვითკმაყოფილების განცდაზე პირდაპირ აისახება. ორადგილიანი სასწავლო კოშკის გამოყენება ხელს უწყობს ბავშვის მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარის აღმოჩენასა და დახვეწას.
მიეცით ბავშვებს საშუალება ჩაერთონ სამზარეულოს აქტივობებში თქვენთან ერთად. მშობელთან ინტერაქციული პროცესი დაეხმარება ბავშვებს მეტყველების განვითარებაში, საკუთარი აზრის დაფიქსირებაში და აღმოჩენებში. სთხოვეთ გაგირეცხოთ მაგალითად კარტოფილი, სანამ ისინი წყლით და კარტოფილით ერთობიან – თქვენ სადილის მომზადებას მშვიდად მოახერხებთ. სამზარეულოში გატარებული საათები საუკეთესო შეკავშირების დროა თქვენსა და თქვენს პატარებს შორის, საკვებით თამაშის უპირატესობა კი ისიც გახლავთ, რომ რაც უფრო მეტად ექნება ბავშვებს შესაძლებლობა დაინახონ, შეეხონ და შეისწავლონ ინგრედიენტები, რომლებსაც სადილისთვის იყენებთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ ისინი სიამოვნებით მიირთმევენ მას.
ორადგილიან სასწავლო კოშკს გააჩნია ორი საფეხური და პლატფორმის სამი რეგულირებადი დონე. ამასთან, ჩვენი ამერიკული სტანდარტის შესაბამისი დამცავები, ჯებირი მკერდისა და ზურგის მხარეს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოშკი სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. დიზაინიდან გამომდინარე სრულად დაცულია გადაყირავებისგან. შესაბამისად მეტი ხარისხიანი დროის გატარების შესაძლებლობა გეძლევათ ერთად.

Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.