სტაციონარული საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების უსასრულო თამაშებისთვის. ის ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, კოორდინაციას, წონასწორობას, გამბედაობასა და დამოუკიდებლობას.
სამკუთხედის უნიკალური დიზაინი გთავაზობთ აქტივობების მრავალფეროვან სპექტრს. მისი ოთხივე გვერდი ფუნქციურად არის დატვირთული: ორი გვერდი წარმოადგენს საფეხურებსა და ღრუბლის ფორმის ჭრებს, რომლებიც იდეალურია ცოცვისთვის. დარჩენილი ორი გვერდი კი გეომეტრიული ფიგურების ფორმის საძრომიალო სივრცეს, სადაც ბავშვს შეუძლია გაძვრეს და გამოძვრეს, განავითაროს სივრცეში ორიენტაციის უნარი და მსხვილი მოტორიკა.
საცოცი სამკუთხედი ხელს უწყობს ბავშვის:
- მსხვილი მოტორიკის განვითარებას: ცოცვა და ძრომიალი აძლიერებს კუნთებსა და აუმჯობესებს კოორდინაციას.
- წონასწორობის უნარის გაუმჯობესებას: სხვადასხვა სიმაღლეზე ცოცვა ავარჯიშებს წონასწორობის შენარჩუნებას.
- სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებას: საძრომიალო სივრცე ეხმარება ბავშვს სივრცის აღქმაში.
- გამბედაობისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას: ახალი სიმაღლეების დაპყრობა და დაბრკოლებების გადალახვა ზრდის ბავშვის თავდაჯერებულობას.
- დამოუკიდებლობას: ბავშვს შეუძლია თავად აირჩიოს აქტივობის ტიპი და ტემპი.

Reviews
ფილტრების გასუფთავებაThere are no reviews yet.