მაგიდა კონტეინერით (ტრაპეცია)

SKU: 10031-1

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 330.00₾.Current price is: 264.00₾.

მარაგში

მარაგში

პროდუქტის აღწერა

განსაკუთრებული დიზაინის კონტეინერიანი მაგიდა მონტესორით შთაგონებული ბავშვთა ოთახის შეუცვლელი ავეჯია.

ტრაპეციული ფორმა მაგიდას განსაკუთრებულ ვიზუალურ მიმზიდველობას ანიჭებს და სივრცეში საინტერესო აქცენტს ქმნის. მისი ზომები ოპტიმალურად არის მორგებული პატარა მომხმარებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოს.

მაგიდის მთავარი უპირატესობა მისი ინტეგრირებული კონტეინერია. ეს მოსახერხებელი სათავსო იდეალურია სხვადასხვა სათამაშოების, კონსტრუქტორების, ხატვის აქსესუარების ან სენსორული მასალების შესანახად. კონტეინერი ადვილად იხსნება და იხურება, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მოაწესრიგოს თავისი სათამაშო სივრცე.

 

მონტესორის ტრაპეციული მაგიდა კონტეინერით ხელს უწყობს ბავშვის:

  • ორგანიზებულობას: კონტეინერი უზრუნველყოფს სათამაშოებისა და მასალების მოწესრიგებულ შენახვას.
  • დამოუკიდებლობას: ბავშვს შეუძლია თავად აიღოს და დააბრუნოს საჭირო ნივთები.
  • სენსორულ განვითარებას: კონტეინერი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სენსორული აქტივობებისთვის (მაგალითად, წყლით, ქვიშით ან მარცვლეულით თამაში).
  • კრეატიულობას: მაგიდის ზედაპირი იდეალურია ხატვის, ძერწვისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
  • სოციალურ ინტერაქციას: მაგიდის ფორმა ხელს უწყობს ერთად თამაშსა და თანამშრომლობას.

მსგავსი აქტივობები ასტიმულირებს ბავშვის ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს წვრილი მოტორული უნარებისა და კოგნიტურ განვითარებას, ამავდროულად უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და მიმზიდველ გარემოს ბავშვებისთვის.

გოგორას მაგიდა ტრაპეცია კონტეინერით არის მრავალფუნქციური და პრაქტიკული ავეჯი, რომელიც დაეხმარება თქვენს პატარას განვითარდეს და ისიამოვნოს სწავლისა და თამაშის პროცესით.

პროდუქტის დეტალები

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H): 90/40/40-50სმ (სიმაღლე შეიძლება განისაზღვროს მომხმარებლის მიერ 40-50სმ ის ფარგლებში)

ფანერის სისქე: 18მმ

ასაკობრივი ჯგუფი: 7-8 თვიდან 6 წლამდე

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაღების ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

0 შეფასება
0
0
0
0
0

There are no reviews yet.

მხოლოდ სისტემაში შესულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიძინეს ეს პროდუქტი, შეუძლიათ დატოვონ შეფასება.

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით