კვადრატი მაგიდა კლასიკური მაგიდის პატარა ზომის ანალოგია. ის ბავშვების ზომებზეა მორგებული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული.
კითხვის, ხატვის, კვებისა და თამაშის დროს პატარები კომფორტულად თავსდებიან მაგიდის ოთხივე მხარეს. მისი გამოყენებისას ბავშვებს განსაკუთრებით უჩნდებათ იმის განცდა, რომ უფროსებივით შეუძლიათ მოქცევა, რაც მათ თავდაჯერებულობას, დამოუკიდებლობას და პიროვნულ უნარ-ჩვევებს განსაკუთრებულად ავითარებს.
იგი იდეალურია როგორც სასწავლო, ისე საკვებ და შემოქმედებით აქტივობებისთვის. მაგიდის სიმაღლე სპეციალურად შერჩეულია იმისათვის, რომ პატარა მარტივად მიწვდეს ზედაპირს და კომფორტულად მოერგოს მასთან.
მარტივი და ფუნქციური დიზაინი ახალისებს ბავშვის:
- დამოუკიდებლობას,
• სოციალურ ურთიერთობას,
• შემოქმედებითობას და
• პასუხისმგებლობის გრძნობას.
კვადრატული ფორმა და კომპაქტური ზომები სივრცის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა როგორც სახლის, ასევე საბავშვო ბაღის გარემოში. მაგიდასთან შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ბავშვის დასხდომა, რაც თანამშრომლობასა და საერთო საქმიანობებში ჩართულობას უწყობს ხელს.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
ზომა (L x W x H): 60/60/40-50სმ (სიმაღლე შეიძლება განისაზღვროს მომხმარებლის მიერ 40-50სმ ის ფარგლებში)
ფანერის სისქე: 18მმ
ასაკობრივი ჯგუფი: 7-8 თვიდან
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.