კუბი მაგიდა უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია პატარების უსაფრთხო და უსასრულო თამაშებისთვის. 3 წლამდე ბავშვებისთვის მისი გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა: პირველი ნაბიჯებიდან, აღმოჩენებიდან და გამოცდილებებიდან ის საუკეთესო თანამგზავრია სამყაროს შეცნობის გზაზე.
კუბ მაგიდას გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი. კუბი მაგიდის პრაქტიკულობა ეხმარება ბავშვს ასაკობრივი კომპეტენციების განვითარებაში და საუკეთესო დამხმარეა მშობლისთვის, ვისაც სურს უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო შეუქმნას პატარას.
კუბი მაგიდა გამოიყენება:
- სკამის,
- მაგიდის,
- თაროს,
- საფეხურის (პლატფორმის),
- საყრდენის დანიშნულებით.
დიახ! კუბი მაგიდა პატარას პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება, როგორც საყრდენი. მისი გადაადგილება ძალიან კომფორტული და სახალისოა. შესაძლოა, პატარებმა მას სხვა დანიშნულებაც მოუძებნონ, გამოიყენონ როლური, დრამატული თამაშებისთვის, რაც სოციალური გამოცდილებების დაგროვებაში დაეხმარებათ.
მნიშვნელოვანია ბავშვი უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოში განვითარდეს. კუბი მაგიდა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და გარემოსთან ადაპტაციას. იგი ბავშვებში ავითარებს:
- დამოუკიდებლობის შეგრძნებას,
- მსხვილ მოტორიკას,
- კოორდინაციას და ბალანსს,
- პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,
- ეხმარება ჩამოუყალიბდეს ადეკვატური და უსაფრთხო მოლოდინები სამყაროს მიმართ.
კუბი მაგიდის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს ბავშვის სწორად, კომფორტულად და უსაფრთხოდ ჯდომას. მისი ამაღლებული საზურგე და გვერდები დაცულობის შეგრძნებას ბადებს.

Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.