თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა თვითმოვლის, თვითდისციპლინის უნარებიდან ყალიბდება. რუტინული, მოსაბეზრებელი და ხშირად, კონფლიქტური სიტუაციები მშობელსა და შვილს შორის ტანსაცმლის შერჩევის დროს წარმოიქმნება. ეს პროცესი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია დისციპლინის, დამოკიდებლობის, გარემოსთან ადაპტაციის გზაზე.
მონტესორის მეთოლოგიით შექმნილი ღია კარადა ხელს უწყობს პატარას თავად გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ ტანსაცმელზე და აძლევს მას თავისუფლებას. მეორე მხრივ, მშობელს აქვს შესაძლებლობა შეზღუდული არჩევანი შესთავაზოს პატარას და ამავდროულად, დარჩეს მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდამჭერად.
სასურველია, გარდერობში ნივთები ისე მოეწყოს, რომ წაახალისოს წესრიგი და თვითდისციპლინა. მაგალითად, ტანსაცმელი შეიძლება დალაგდეს ტიპის ან კვირის დღეების მიხედვით, რათა დაეხმაროს ბავშვებს ჩაცმულობის დაგეგმვაში.
მინიმალიზმის პრინციპი და სეზონური როტაციის იდეა ბავშვებს ეხმარება გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, თავიანთ საჭიროებაზე ფოკუსირებასა და სეზონური ცვლილებების გააზრებაში.
ღია კარადის განთავსება ბავშვის ოთახში ქმნის საკუთარი სივრცის, პირადი საზღვრების არსებობისა და დაცულობის შეგრძნებას. პატარას აღქმაში მისი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები არის დახარისხებული, ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ამასთანავე, მისი ინტერესებიც გათვალისწინებულია.

Reviews
ფილტრების გასუფთავებაThere are no reviews yet.