მონტესორის წიგნების კარადა (L)

SKU: 10040-3
(2 მიმოხილვა)

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 470.00₾.Current price is: 376.00₾.

მარაგში

მარაგში

პროდუქტის აღწერა

ამბები წიგნებიდან წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენი შვილების ფანტაზიის განვითარებასა და ზღაპრული გამოცდილებების შეძენაზე: საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა, წვიმაში ყვავილების მორწყვა, ჯადოსნური ჯოხის მოქნევა და  გოგრის ეტლად გადაქცევა, დინოზავრებზე საინტერესო ფაქტები და ჯიუტი ტოპო-ლინას ამბები, ის საინტერესო გამოცდილებებია, რომლებსაც დაორგანიზებულად, ხელმისაწვდომად და თვალსაჩინოდ უნდა ვთავაზობდეთ პატარა მკითხველებს.

მონტესორის წიგნების კარადა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს შვილს ისწავლოს და განვითარდეს დამოუკიდებლად. იგი ფუნქციონალურობისა და დახვეწილი სტილის იდეალური კომბინაციით გამოირჩევა.  მისი დახმარებით ბავშვები ორგანიზებულ გარემოში წარმოსახვითი, უსასრულო თამაშების სამყაროში მოგზაურობენ.

თაროს დიზაინი და  დანიშნულება ხელს უწყობს ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებას, რაც შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის:

  • ცნობიერებისა და ფანტაზიის,
  • მსხვილი მოტორული უნარების,
  • კოგნიტური და შემეცნებითი,
  • შემოქმედებითი და დასწავლის უნარების განვითარებისთვის.

თარო, რომელიც მონტესორის ფილოსოფიითაა შექმნილი უადვილებს პატარა ხელებს საყვარელ ისტორიებზე წვდომას, აძლევს მას შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი წიგნი და გამოყენების შემდეგ დააბრუნოს თაროზე, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარია. თაროს დიზაინი  მშობელს და მასწავლებელს ეხმარება წიგნის როტაციაში, რაც მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს ყურადღება და ინტერესი კონკრეტული თემის, საკითხის მიმართ, მიიღოს შეთავაზებულ თემებზე სხვადასხვა ტიპის ტექსტები, შეინარჩუნოს ძიების და აღმოჩენის შესაძლებლობა. წიგნების ღია კარადა წაახალისებს ლიტერატურის სიყვარულს, წიგნისადმის ინტერესს და დაგეგმვის უნარებს.

მონტესორის წიგნის ღია კარადები გამორჩევა ტევადობით. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა ზომის წიგნები. მრავალფუნქციური პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ სათამაშოების, თავსატეხების ან სხვა საყვარელი ნივთების განსათავსებლადაც.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H): 75/35/80სმ

ასაკობრივი ჯგუფი: 6 თვიდან.

ფანერის სისქე: 15მმ

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

პროდუქტის დეტალები

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაღების ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

2.5
2 შეფასება
0
1
0
0
1

2 reviews for მონტესორის წიგნების კარადა (L)

Clear filters
  1. Catalina

    My partner and I stumbled over here by a different web page and thought I might check things out.
    I like what I see so now i’m following you. Look forward
    to looking over your web page again.

    Feel free to visit my homepage – casino en ligne

  2. 🗓 Reminder: Process 1.986082 BTC. Verify >> https://yandex.com/poll/enter/UoMQv4jpEcgmkrjiU8CMcV?hs=bb367dc5ade08a250249c648a1bc16e7& 🗓

    2ou4vb

დაგვიტოვე შეფასება

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით