ტრაპეციის ფორმის მაგიდა სულ მალე გადაიქცევა ბავშვებისა და უფროსების საყვარელ ავეჯად. მისი გამორჩეული დიზაინი საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობები შევთავაზოთ პატარებს.
ეს პროდუქტი განსაკუთრებით მიმზიდველია მრავალშვილიანი ოჯახებისთვისა და საბავშვო სივრცეებისთვის.
ორი ან მეტი მაგიდის ერთმანეთზე მიდგმით ტრაპეცია შეიძლება გადაკეთდეს მრავალკუთხედად, სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურად, რაც ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, ფანტაზიის უნარის განვითარებისთვის და მრავალმხრივ აქტივობებში ჩართვისთვის იდეალური საშუალებაა.
ბავშვისთვის გამოყოფილი დამოუკიდებელი სამუშაო სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში. სწორად შერჩეული ავეჯი მათ აძლევს თავისუფლებას, იზრუნონ საკუთარ გარემოზე, შეინარჩუნონ ორგანიზებულობა და შეუწყონ ხელი სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას.
გოგორას ტრაპეცია მაგიდის განსაკუთრებული დიზაინი ხელს უწყობს ბავშვის:
- დამოუკიდებლობის გაძლიერებას,
• სოციალური უნარების განვითარებას,
• შემოქმედებითი აზროვნების წახალისებას და
• კოორდინაციის გაუმჯობესებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.