ქვიშის სათავსო

SKU: 10070

რაღაც საჩუქრის ან ფასდაკლების ტექსტი, კუპონი ან რამე

Original price was: 450.00₾.Current price is: 360.00₾.

მარაგში

მარაგში

პროდუქტის აღწერა

გოგორას ქვიშის სათავსო არის იდეალური სივრცე თქვენი პატარას სენსორული განვითარებისა და შემოქმედებითი თამაშებისთვის. მისი ზომა უზრუნველყოფს საკმარის ადგილს რამდენიმე ბავშვისთვისაც კი, რათა ერთად ჩაერთონ ქვიშით თამაშის მომხიბლავ პროცესში.

ეს მარტივი და ფუნქციონალური სათავსო სპეციალურად არის შექმნილი მონტესორის პედაგოგიკის პრინციპების შესაბამისად. მისი დაბალი სიმაღლე უზრუნველყოფს ბავშვისთვის მარტივ ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს მის დამოუკიდებლობას. სათავსოს ღია დიზაინი კი საშუალებას აძლევს ბავშვებს თავისუფლად იმოქმედონ და გამოხატონ თავიანთი ფანტაზია.

ქვიშით თამაში არის ძალიან სასარგებლო აქტივობა ბავშვის განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს:

  • სენსორულ განვითარებას: ქვიშის ტექსტურის შეგრძნება ავითარებს შეხების რეცეპტორებს.
  • წვრილი მოტორიკის განვითარებას: ქვიშის ჩამოსხმა, გაცრა, ფორმების შექმნა აუმჯობესებს ხელისა და თითების მოძრაობის კოორდინაციას.
  • კრეატიულობასა და წარმოსახვას: ქვიშა არის უნივერსალური მასალა, რომლისგანაც ბავშვებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სამყარო და სცენარი.
  • კონცენტრაციას: ქვიშით თამაში მოითხოვს ყურადღების ხანგრძლივად შენარჩუნებას.
  • სოციალურ უნარებს: ერთად თამაში ხელს უწყობს თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.

ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:

ზომა (L x W x H): 120/120/20სმ

ფანერის სისქე: 30სმ

ასაკობრივი ჯგუფი: 10 თვიდან

გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.

ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.

პროდუქტის დეტალები

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებაზე, მუდმივად ვეცნობით სექტორის ევროპულ სტანდარტებს და ვიცავთ მათ.

ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაღების ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებს.

ნედლეული

ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული უსაფრთხოა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

- არყის ხის ფანერა: ამერიკული, CARB II სერტიფიცირებული, I/II, II/II კლასი.

- წყლის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი: EN 71-3 სერტიფიცირებული, რომელიც განკუთვნილია საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის დასამუშავებლად.

- უსაფრთხოებისა და პრემიუმ ხარისხის მისაღწევად, პროდუქტის ზედაპირი მრავალჯერ მუშავდება სხვადასხვა ზომის ზუმფარის ქაღალდით, რაც მის იდეალურ სიგლუვეს უზრუნველყოფს. ხის მასალის კუთხეები მომრგვალებულია. ვიცავთ ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციას.

მოვლის ინსტრუქცია

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

- გამოიყენეთ რბილი საწმენდი ნაჭრები;
- ზედაპირი წყალთან მედეგია, თუმცა მოარიდეთ ინტენსიურ და ხანგრძლივ სისველეს. დასველების შემთხვევაში, სასურველია, დაუყოვნებლივ გაწმინდოთ ზედაპირები;
- მოარიდეთ მზეზე ხანგრძლივად დატოვებას;
- შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ფლომასტერები ან საღებავები, რომლებიც შექმნილია წყლის ბაზაზე და ადვილად სცილდება წყლით;
- პლასტენილით თამაშის დროს, სასურველია, გამოიყენოთ ძირს დასაფენი;
- ამ ტიპის პროდუქტებში ლაქით დაფარული ზედაპირების განახლების რეკომენდიაციაა ყოველწლიურად ერთხელ, ხოლო ზეთი დაფარული ზედაპირების - ნახევარ წელში ერთხელ. თუ ზედაპირი საგრძნობლად დაზიანდა ყოველთვის შესაძლებელია მისი განახლება.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გარემოზე ზრუნვა

გარემოზე ზრუნვა ჩვენი წარმოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიპოვნეთ ჩვენი მწვანე გზა:
- ჩვენი საწარმო აჭარაში ენერგოეფეტულია
- ვიყენებთ მწვანე ტექნოლოგიებს
- ჩვენს მეორად ნარჩენებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებისთვის
- შეფუთვაში გამოყენებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მეორადი გადამუშავების ქაღალდი ან მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ტომრები
- სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით პოპულარიზებას ვუწევთ მწვანე იდეებს

მიწოდება

ჩვენი პროდუქტების დამზადებისთვის საჭიროა 3-5 სამუშაო დღე. გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდით და დავაზუსტოთ კონკრეტული პროდუქტის დამზადების დრო.

მომხმარებლის შეფასებები

0 შეფასება
0
0
0
0
0

There are no reviews yet.

დაგვიტოვეთ კომენტარი

შემოთავაზებული პროდუქტები

რამე დამატებითი SEO ტექსტები შეიძლება იყოს აქ

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია.

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

#1 უსაფრთხოებაა!
ეს არის არა არჩევანი ან მარკეტინგი, არამედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ წარმოებული

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება ეყრდნობა Open-ended play (ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი პროდუქტის წარმოება 100%-ით ხდება საქართველოში, რაც ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მონდომებით, ცოდნაზე დაფუძნებული წარმოებით, სტანდარტების დანერგვით