საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების უსასრულო თამაშებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. იგი უნგრელმა პედიატრმა ემი პიკლერმა შექმნა, 1930-იან წლებში. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, გადაადგილდნენ და გამოიკვლიონ გარემო მათთვის ხელსაყრელი ტემპით. ამ ტიპის კვლევა გადამწყვეტია ბავშვის ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის.
სამკუხედი თავისი უნიკალურობიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე გამოიყენება 6 თვიდან დაახლოებით 5-6 წლამდე. მისი რეგულარულად გამოყენებისას პატარები ივითარებენ კოორდინაციისა და მოტორულ უნარებს, სწავლობენ სხეულის კონტროლს და ძლიერდებიან ფიზიკურად.
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად პიკლერის საცოცი სამკუთხედის გამოყენების გზები უფრო მრავალფეროვანი ხდება.
გთავაზობთ იდეებს თქვენი და პატარების ერთობლივი თამაშისთვის 18 თვის ზედა ასაკის ბავშვების შემთხვევაში:
- დადგით საცოცი სამკუთხედი ოთახის შუაში და რიგ-რიგობით ისროლეთ ბურთი. ვინც გააძვრენს ,,კარებში“ მოგებულიც ისაა;
- თუკი თოჯინებით თამაში თქვენი შვილის საყვარელი საქმიანობაა, ალბათ მათ ვითომ-ვითომ ტანსაცმელებს გარეცხვა და გაფენაც სჭირდებათ. ნეტავ სად გავფენთ თოჯინის ტანსაცმელს?
- როცა თოჯინა სახლის საქმიანობით დაიღლება, პიკლერის სამკუთხედზე ჰამაკი გააკეთეთ, სადაც იგი დასვენებას მოახერხებს ძალების აღსადგენად.
- გამოიყენეთ საცოცი სამკუთხედი თოჯინების თეატრისთვის. ჩამოაფარეთ ნაჭერი და შექმენით სცენა, გაათამაშეთ თქვენი პატარასთვის არსებული აქტუალური საკითხები. მაგალითად კატამ ძაღლის საყვარელი სათამაშო აიღო, ძაღლი კი ძალიან გაბრაზებულია. პრობლემის გადაჭრის გზა ბავშვებს მიანდეთ და ისიამოვნეთ პროცესით.
ამ დროს არ დაგავიწყდეთ, რომ თამაშში ყველაფრის მოსინჯვა შეიძლება. თამაშისას წესებს ბავშვები ადგენენ, ჩვენ, უფროსები კი ვყვებით. თუკი რაიმე კომენტარის გაკეთება მოგინდებათ – თამაშშივე შემოიტანეთ პრობლემის გადაჭრის ადეკვატური გზა, მაგალითად: კატა იტყვის, რომ გონება გაუნათდა და იდეა მოუვიდა, რომ დრო დაინიშნონ და რიგ-რიგობით გაინაწილონ სათამაშო.
გახსოვდეთ, რომ ბედნიერი გონება – ბედნიერ ცხოვრებას უდრის! აჩუქეთ საკუთარ თავს ბავშვთან ერთად გატარებული სასიამოვნო მომენტები. იყავით იმ მომენტში და ბავშვთან.
სამკუთხედის კონსტრუქცია არ საჭიროებს კედელზე მიმაგრებას, თავისუფლად შეიძლება მისი გადაადგილება. კომპაქტურია და ადვილად კეცვადი, რაც შესაძლებლობის იძლევა მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, დაიკიდოს კედელზე.
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.