ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული აქტივობებით შეიცნოს რეალური სამყარო და მიიღოს გამოცდილებები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთ-ერთ ასპექტს აკმაყოფილებს ჩვენი სამზარეულოს კუთხე, რომელიც მორგებულია ბავშვის ზომებსა და საჭიროებებზე.
ეს კომპაქტური და ფუნქციონალური სათამაშო სივრცე იდეალურია როლური თამაშებისთვის და ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და სოციალური უნარების განვითარებას.
სამზარეულოს კუთხის კომპაქტური ზომები იდეალურია მცირე სათამაშო სივრცეებისთვის. მის ზედაპირზე განთავსებულია ერთი უჟანგავი ლითონის ჯამი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას “ხელის დასაბანად”, “ბოსტნეულის გასარეცხად” ან სხვა წარმოსახვითი სცენარებისთვის. ქვედა თარო კი უზრუნველყოფს დამატებით სივრცეს სათამაშო ჭურჭლის, ქოთნების, ტაფების ან სხვა სამზარეულო აქსესუარების შესანახად.
მონტესორის მიდგომის შესაბამისად, სამზარეულოს კუთხე გამოირჩევა მარტივი და რეალისტური დიზაინით, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ჩაერთოს თამაშის პროცესში. ხელმისაწვდომი სიმაღლე უზრუნველყოფს ბავშვის დამოუკიდებლობას და თავისუფალ მოქმედებას.
მონტესორის საბავშვო სამზარეულოს კუთხე ხელს უწყობს ბავშვის:
- წარმოსახვის განვითარებას: ქმნის იდეალურ გარემოს სხვადასხვა კულინარიული როლური თამაშებისთვის.
- სოციალურ უნარებს: ხელს უწყობს თანატოლებთან ურთიერთობასა და როლების გადანაწილებას თამაშის დროს.
- ორგანიზებულობას: უზრუნველყოფს სათამაშო სამზარეულო აქსესუარების მოწესრიგებულ შენახვას.
- დამოუკიდებლობას: ბავშვს შეუძლია თავად მოაწყოს თავისი სათამაშო სამზარეულო და ითამაშოს ზრდასრულის დახმარების გარეშე.
- წვრილი მოტორიკის განვითარებას: სხვადასხვა სათამაშო ჭურჭელთან და აქსესუარებთან ურთიერთობა აუმჯობესებს ხელების მოძრაობის კოორდინაციას.
გოგორას სამზარეულოს კუთხე ქმნის სახალისო და სასარგებლო სივრცეს, რომელიც თქვენს პატარას საათობით გაართობს და ხელს შეუწყობს მის ყოველმხრივ განვითარებას.

Reviews
ფილტრების გასუფთავებაThere are no reviews yet.