გოგორას სტანდარტული სკამი შექმნილია ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მისი დახვეწილი დიზაინი უზრუნველყოფს სტაბილურობას და კომფორტს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ თავიანთი დროით, იქნება ეს თამაშისას თუ დასვენებისას.
სკამი შექმნილია როგორც ესთეტიკის, ისე ფუნქციონალურობის გათვალისწინებით, გამოირჩევა დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით, რომელიც ერწყმის ნებისმიერი ბავშვის სივრცეს იქნება ეს საბავშვო ოთახები თუ სასწავლო ზონები.
მისი ესთეტიური სტილი და ზომები საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაბამისი ვარიანტი თქვენი ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოთ, განივითარონ სოციალური უნარები და ისარგებლონ კომფორტული დასაჯდომით.
ზომები და ტექნიკური ინფორმაცია:
ფანერის სისქე: 15მმ
ასაკობრივი ჯგუფი:
- S ზომა: 2-3 წელი
- M ზომა: 3-5 წელი
- L ზომა: 5-6 წელი
გოგორას თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურად დამუშავებული გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული კიდეები ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენი ყველა პროდუქტი მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ადვილად დასაწყობებას. პროდუქტების აწყობა მარტივია თანდართული ინსტრუქციით. სასურველია, პროცესში ჩაერთონ პატარებიც, რაც დამატებით სახალისო ოჯახურ აქტივობად იქცევა.
Reviews
Clear filtersThere are no reviews yet.