გოგორას მრავალფუნქციურ ოვალური/მრგვალი სკამი უნიკალურია თავისი ფორმებით და გამოყენების მრავალმხრივი შესაძლებლობით. იგი იდეალურ კომბინაციაშია მაგიდის ზედაპირის მქონე საქანელა თაღთან.
ოვალური სკამის მრავალფუნქციონირება ადრეული ასაკიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბარაბნის ტიპის სათამაშოების გაგორებით ბავშვი თვალის და სხეულის შეთანხმებულ მუშაობას, კოორდინაციას სწავლობს. ოვალური სკამის გისოსებში შესაძლებელია კონტრასტული და ფერადი ნივთების განთავსება, ხოლო სკამის ფორმები გვეხმარება გავაგოროთ ის და გაგორებით მივიღოთ ჩვილებისთვის სახალისო თამაში.
ოვალური სკამი გამოიყენება, როგორც სათამაშოების სათავსოც. მისი დიზაინი შესაძლებლობას გვაძლევს განვათავსოთ მასში პატარა ზომის სათამაშოები, და ვაქციოთ ეს ფუნქცია საოცარ აქტივობად, გამოაძვრინოს პატარამ სათამაშოები გისოსებიდან, ბარიერებიდან და დააბრუნოს უკან, ამ აქტივობით ბავშვი განივითარებს წვრილ, ნატიფ მოტორულ, პრობლემის გადაჭრის და ლოგიკური აზროვნების უნარებს.
ოვალური სკამი თქვენი შვილის პატარა მეგობარი იქნება, რომელიც თაღის მაგიდასთან აქტივობების და თამაშის მეგზურობას გაუწევს, რათა პატარამ უსაფრთხოდ და ხალისიანად გაატაროს დრო. მისი უნიკალურობა არ მთავრდება და ყველა ასაკშია შესაძლებელი მისი გამოყენება როგორც განვითარების ხელშემწყობი რესურსი.
