დაბრუნების პირობები
კომპანია „გოგორა“, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სრულად ეყრდნობა კანონის მიერ განსაზღვრულ დაბრუნების პირობებს:
დადგენილი გამონაკლისების გარდა, საქონლის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას მასზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.
უარის სათქმელად მომხმარებელმა „გოგორას“ უნდა მიაწოდოს ცალსახა მტკიცებულება, რაც ასახავს მის სურვილს.
ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
- შეკვეთის თარიღი;
- შეკვეთის მიღების თარიღი;
- მომხმარებლის სახელი;
- მომხმარებლის მისამართი;
- პროდუქტის დასახელება.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- გამყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
- მომხმარებელს გადახდილი თანხა (მათ შორის, საქონლის მიწოდების თანხა) დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
- თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ამასთან, გამყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
გამყიდველ კომპანიას დაუბრუნოს საქონელი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა და გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამყიდველმა ორგანიზაციამ მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია საქონლის დაბრუნების შემთხვევაში წარმოქმნილი ხარჯის შესახებ.დისტანციურ შეძენასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პირობები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.