წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „გოგორას“ ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გოგორას სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ ისარგებლოს ჩვენი ვებგვერდით, თუმცა, გთხოვთ, შენიშვნები, დამატებითი კითხვები და თხოვნები მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე – gogoratoys@gmail.com, რათა შევძლოთ მონაცემების თავმოყრა და შესაბამისი რეაგირება.
მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის გათვალისწინებით, „გოგორამ“ შესაძლოა მოხმარების წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილებები. რაც ვებ გვერდზე აისახება და მიეთითება ბოლო განახლების თარიღი. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მათ. შემდგომში საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
ტერმინთა განმარტება
- გოგორა (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ გვერდი“)- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „გოგორა“, საიდენტიფიკაციო კოდი 446759366;
- მოვაჭრე – კომპანია გოგორა;
- ვებ გვერდი – კომპანიის კუთვნილებაში არსებული ვებ გვერდი gogotatoys.com;
- მომხმარებელი– იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს გოგორას პროდუქცია;
- პროდუქცია– საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი;
- რეგისტრაცია– პირადი ანგარიშის შექმნა;
- ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას;
- ანგარიში– მომხმარებლის მიერ com-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
- – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- ის არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი;
- გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი და არ არის ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური;
- არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ.
- იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
- დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
- ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
- არ გადასცემს პირად ანგარიშს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
- არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და პლატფორმის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
- არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
- არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
- შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
- მას ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მას კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები
ჩვენი პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი
- გვარი
- ელექტრონული ფოსტა
- სისტემაში შესასვლელი პაროლი
მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაციის შემდეგ დაამატოს სასურველი მისამართი/მისამართები თავის ანგარიშზე, რათა პროდუქციის შეძენის დროს შაბლონად შეეძლოს მისი არჩევა.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
ამასთან, ვებ გვერდზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს მისით სარგებლობის აუცილებელ პირობას, მომხმარებელს შეუძლია ავტორიზაციის გარეშე, მხოლოდ მისამართის მითითებითაც შეიძინოს სასურველი პროდუქტი.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
თუ მომხმარებელს სურს, შეიძინოს რამდენიმე პროდუქტი ერთდროილად, მან უნდა განათავსოს თითოეული მათგანი ვირტუალურ კალათაში(ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია კალათაში დამატების გარეშე „by it now”-ზე გადასვლა) და ამის შემდეგ გადავიდეს „ყიდვის“ ეტაპზე.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მიწოდების მეთოდი:
- კურიერის მომსახურება;
- ადგილიდან წაღება.
კურიერის მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს დამატებითი მონაცემები მიწოდების მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ.
ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე .
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
შეძენილი პროდუქციის მიწოდების პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://gogoratoys.com/ka/policies/shipping-policy
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ გაჩნდა ეჭვი, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, გოგორა უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გოგორას გუნდს.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის გოგორას წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.