გოგორა პატარების

უსასრულო თამაშებისთვის

ჩვენ ვაწარმოებთ ეკომეგობრულ საბავშვო ავეჯსა და სათამაშოებს — სოციალური პასუხისმგებლობით, ევროპული ღირებულებებითა და ხარისხით.

ჩვენი მისიაა, საქართველოში ბავშვებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ უსაფრთხო, ეკომეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

DSC08690

ჩვენი პოპულარული პროდუქტები

პოპულარული კატეგორიები

მაგიდები / სკამები

12 პროდუქტი

მაგიდები / სკამები

12 პროდუქტი

მაგიდები / სკამები

12 პროდუქტი

მაგიდები / სკამები

12 პროდუქტი

მაგიდები / სკამები

12 პროდუქტი

პოპულარული კომბოები

კუბი სკამი + კუბი მაგიდა

650 ₾

კუბი სკამი უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია, რომელიც ბავშვის განვითარებასა და გარემოსთან მის ადაპტაციას უწყობს ხელს. კუბ სკამს გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი.

საცოცი სამკუთხედი + ჩამოსასრიალებელი დაფა

1,200

ემი პიკლერის დიზაინით შექმნილი პროტოტიპი – საცოცი სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას.

საცოცი თაღი + ჩამოსასრიალებელი დაფა

650 ₾

ემი პიკლერის დიზაინით შექმნილი პროტოტიპი – საქანელა თაღი ავითარებს ბავშვის ფანტაზიას და მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მაგალითად, თაღი შესაძლოა, იქცეს ხიდად, გვირაბად, ციხე-სიმაგრედ, ფეხბურთის კარად და ა.შ.

ჩვენი ბლოგი

ჩვენ შესახებ

 კომპანია „გოგორა“ 2021 წელს დაარსდა და ქართულ ფოლკლორულ ხის სათამაშოებსა და მონტესორის საბავშვო ავეჯს აწარმოებს. ჩვენი ღირებულებები ჰუმანიზმის, ინტელექტუალური სიღრმის, ხარისხის შეგრძნებისა და გარემოზე ორიენტაციის პრინციპებს ეფუძნება. გოგორას საქმიანობის ცენტრშია ადამიანი და ბუნება. ჩვენი მისიაა ბავშვების პოზიტიური აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს მხარი დავუჭიროთ ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში.

თუ გაქვთ რამე შეკითხა, მოგვწერეთ

ჩვენი სიახლეები

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა

ჩვენი წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოება სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის მოთხოვნებს, ისე ევროპულ სტანდარტებს.
გამოყენებულია მხოლოდ სერტიფიცირებული ნედლეული, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფისათვის საწარმოო პროცესში დანერგილია ავეჯის დამუშავების 19-ეტაპიანი ევროპული მოდელი.

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენი სათამაშოებისა და ავეჯის დიზაინი ეფუძნება Open-ended play (უსასრულო/ღია თამაშის) პრინციპებს, სადაც ყველაფერი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, წინასწარდადგენილი წესების გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი თავისუფალი, შემოქმედებითობის წამახალისებელი გარემო წარმოადგენს ბავშვის ჯანსაღი და ჰოლისტური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს.

გოგორა პროდუქცია არის ხელნაკეთი

ჩვენს საწარმოო პროცესში ინტეგრირებულია ლატვიური, ესტონური და გერმანული გამოცდილება ანალოგიური პროდუქტების წარმოებიდან.
თითოეული პროდუქტი გადის 19-ეტაპიან დამუშავებას, მათგან 18 ეტაპი ხელით სრულდება – მაქსიმალური სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

100%-ით წარმოებულია საქართველოში!

ჩვენი წარმოება 100%-ით საქართველოში ხორციელდება – მხოლოდ ჩვენსავე საწარმოებში, რაც ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვამაყობთ, რომ ვქმნით იშვიათ პრეცედენტს საქართველოში: ვაწარმოებთ ეკომეგობრულ საბავშვო ავეჯს ევროპული ღირებულებითა და ხარისხით.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.